„ისრაელში ძალიან ბინძური რამ მოხდა, ოთოსთვის 3.200 სმს შევიძინეთ, რომლებიც დაიკარგა” – რა მოხდა ევროვიზიაზე

„ისრაელში ძალიან ბინძური რამ მოხდა, ოთოსთვის 3.200 სმს შევიძინეთ, რომლებიც დაიკარგა" - რა მოხდა ევროვიზიაზე„პრაიმტაიმს“ ისრაელიდან ემიგრანტი, ნინო მაზმიშვილი დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, გუშინ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მათ ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეაცვლევინეს.

მისივე თქმით, ეს იმ მხარდაჭერას უკავშირდება, რომელსაც ისრაელში ქართველი ემიგრანტები ოთო ნემსაძის მიმართ გამოხატავდნენ.

„ისრაელში ძალიან ბინძური რამ მოხდა. ევროვიზიისთვის ემიგრანტებს მოგვატყუეს. ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეგვაცვლევინეს და გვითხრეს, რომ ხმის მიცემა მხოლოდ ერთი ოპერატორიდან იყო შესაძლებელი. 160 ბარათი ვითომ გვაჩუქეს. ჩავრიცხეთ 40 შეკელი, ანუ თითო ბარათზე დაახლოებით 11$. სულ 3200 სმს შევიძინეთ და მხოლოდ ხმის მიცემის მომენტში გაირკვა, რომ ეს ოპერატორი ევროვიზიაზე მოქმედი არ იყო, ანუ 7070 დაიბლოკა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული. ეს ზუსტად იმ აქტივობისა და მხარდაჭერის გამო იყო, რასაც ოთოს მიმართ გამოვხატავდით,” – განგვიცხადა ნინო მაზმიშვილმა.

პრაიმ ტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019