ირმა ყოჩიაშვილი: ,,ბექას დედაჩემის გაგუდვაში დავეხმარე, მერე გვამი დავანაწევრეთ, კანიბალიზმი არ ყოფილა”

ირმა ყოჩიაშვილი: ,,ბექას დედაჩემის გაგუდვაში დავეხმარე, მერე გვამი დავანაწევრეთ, კანიბალიზმი არ ყოფილა"გადაცემა ,,იმედის კვირაში”  ირმა ყოჩიაშვილმა 3 წლის წინანდელი შემზარავი ამბავი გაიხსენა. მან გამზრდელი დედა, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი მოკლა. ამ სასტიკი მკვლელობის დეტალებს ის დაწვრილებით აღწერს.

-ეს რთული გასაკეთებელი არ იყო, გვამი დავანაწევრეთ და გადავმალეთ. კანიბალიზმი არ ყოფილა, – ამბობს გადაცემაში 22 წლის გოგო.

-ბექამ დაიწყო მისი გაგუდვა და მე ვეხმარებოდი… მერე მოვათავსეთ ჩანთაში. სახლი დავალაგე და ბექასთან წავედი, სადაც გვამი ჰქონდა და სადაც მოხდა დანაწევრება.

-იმ დროს აცნობიერებდი, რას აკეთებდი?

-რთულია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვერა. იმ მომენტისათვის ეს არ იყო  რთული გასაკეთებელი ჩემთვის… ძალიან ცუდად მექცეოდნენ. ჩემ მიმართ სიძულვილი ჰქონდათ. გროვება, გროვდება და მერე უკვე რაღაც ხდება.

-სასამართლოზე თქვი, რომ არ ნანობდი. რამე შეიცვალა  სამი წლის შემდეგ?

-მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს და მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. სინანულია იმის მიმართ, რომ ადამიანს მოუსწრაფე სიცოცხლე, რისი უფლებაც არ გაქვს.

-ამ საქმეს კანიბალიზმი უწოდეს. იყო ასე?

-გვამი მთლიანად დამწვარი იყო. იმ გვამიდან არაფერი დარჩენილა. სასაცილო იყო, რომ ამბობდნენ, რომ ეს იყო სატანისტური რიტუალი და ორგანოების სხვაგვარად გამოყენება.

(გადაცემის ჩანაწერს, სადაც ყოჩიაშვილი საუბრობს, შეგნებულად არ ვაქვეყნებთ. მსურველებმა შეგიძლიათ ნახოთ ,,იმედის” საიტზე).