გიორგი გაბუნია: “როგორც იქნა!” – მისი ძმა დათა ნია ტყეშელაშვილზე დაქორწინდა

გიორგი გაბუნია: "როგორც იქნა!" - მისი ძმა დათა ნია ტყეშელაშვილზე დაქორწინდაჟურნალისტისა და ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ძმა, დათა გაბუნია დაქორწინდა. დათა გაბუნიას მეუღლე ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილია.

ისევე როგორც გიორგი, დათაც და ნიაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები არიან. ნია ჟურნალისტია, ხოლო დათა ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს.

დათა გაბუნიას და ნია ტყეშელაშვილის სიყვარულის ისტორია 6 წელს ითვლის, ერთმანეთი წყვილმა „რუსთავი 2“-ში გაიცნო, მაშინ ნია 20-ის, დათა კი 31 წლის იყო.

11-წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ ნია თავიდან შეაშინა, თუმცა, დრომ ეს ასაკობრივი ბარიერიც წაშალა.

დათას და ნიას ხელისმოწერის აღსანიშნავი ფოტოები, სოციალურ ქსელში, გიორგი გაბუნიამ გამოაქვეყნა.

„როგორც იქნა“, – დაწერა გიორგიმ ფოტოების გამოქვეყნებისას. როგორც ნია ტყეშელაშვილმა და დათა გაბუნიამ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნეს, ისინი ქორწილის გადახდას არ აპირებდნენ და სურდათ, მათი დაქორწინება ხმაურის გარეშე მომხდარიყო, რაც ასე მოხდა კიდეც.

რეიტინგი

გიორგი გაბუნია: "როგორც იქნა!" - მისი ძმა დათა ნია ტყეშელაშვილზე დაქორწინდა

გიორგი გაბუნია: "როგორც იქნა!" - მისი ძმა დათა ნია ტყეშელაშვილზე დაქორწინდა

როგორი ურთიერთობა აქვს გიორგი გაბუნიას ძმის საცოლესთან