ექსპერტიზის დასკვნა: ნანიკო ბერიაშვილს მკვლელმა მთელ სხეულზე დაზიანებები მიაყენა

ექსპერტიზის დასკვნა: ნანიკო ბერიაშვილს მკვლელმა მთელ სხეულზე დაზიანებები მიაყენაგორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვა გახდა, – ამის შესახებ ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

-ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა თითოეულ დაზიანებაზე, მათ ხარისხებთან დაკავშირებით და უშუალოდ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. ასევე დაიკითხა საქმის ძირითადი გამომძიებელი, რომელსაც ჩატარებული აქვს არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, დანიშნული აქვს ექსპერტიზის დასკვნები. ასევე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი, – აღნიშნა გუგუტიშვილმა.

მისივე განმარტებით, ექსპერტმა გოგონას სხეულზე არსებულ დაზიანებებთან და სიკვდილის გამომწვევ მიზთან დაკავშირებით ისაუბრა.

-გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებსა და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე – თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას საქმეში მოწმეები წარმოდგენილი არ ჰყავთ.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა 33 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

რეზონანსი