ბებიის მიერ ნაცემ ბიჭუნას ექიმების დახმარება დასჭირდა – ბავშვის მშობლები საქართველოში არ ცხოვრობენ

ბებიის მიერ ნაცემ ბიჭუნას ექიმების დახმარება დასჭირდა - ბავშვის მშობლები საქართველოში არ ცხოვრობენთელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებია შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწროდა.

„პრაიმტაიმის” კორესპონდენტის ცნობით, 10 წლის ბიჭი დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში სამართალდამცველებმა მოათავსეს.

ექიმის ინფორმაციით, ბიჭს სახის და ხელის არეში სხვადასსხვა დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

კახეთის სოციალური სამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტს სწავლობენ, მოკვლევის დასრულებამდე კი ბავშვი მამიდასთან გადაიყვანეს.

-საკითხის შესწავლის შემდეგ მისი საბოლოო ადგილსამყოფელი გადაწყდება – თქვეს სოციალურ სამსახურში.

მეზობლების ინფორმაციით, ბებია ბავშვს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შერაცხყოფას.

არასრულწლივანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიის დასთან ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

პრაიმტაიმი, ავტორი ხათუნა გულიაშვილი