ამერიკელი ვარსკვლავი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი ვარსკვლავი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალაამერიკელი მსახიობი და მომღერალი დორის დეი 97 წლისა კალიფორნიაში გარდაიცვალა.

მსახიობის წარმომადგენლების თქმით, ის დღეს დილით, საკუთარ სახლში, კალიფორნიაში, ქარმელ ველიში, მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

დორის დეი 1960-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და „ჰოლივუდის ოქროს საუკუნის“ კინოვარსკვლავი იყო. მან წამყვანი როლები შეასრულა ფილმებში „ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა“, „ინტიმური საუბარი“, „რომანი ღია ზღვაში“.

მისი სასცენო პარტნიორობა როლ ჰადსონთან რომანტიკულ ფილმოგრაფიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

დეიმ დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც მომღერალმაც. მის დისკოგრაფიაში ოცზე მეტი ალბომია. დეის სიმღერებმა ხუთჯერ დაიკავა პირველი ადგილი აშშ-ის ჩარტებში.

ოსკაროსანმა და გრემის ჯილდოს მფლობელმა დო­რის დეიმ 1968 წელს შო­უ­ბიზ­ნესს თავი და­ა­ნე­ბა და ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და­ი­წყო.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში დეის ორი ვარსკვლავია გახსნილი – კინოინდუსტრიასა და ხმისჩამწერ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

ამერიკელი ვარსკვლავი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა