ახალი დეტალი: პოლიციამ გამოკითხა 21 წლის ბიჭი, რომელთანაც 16 წლის გოგოს მიმოწერა ჰქონდა

ახალი დეტალი: პოლიციამ გამოკითხა 21 წლის ბიჭი, რომელთანაც 16 წლის გოგოს მიმოწერა ჰქონდაკას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 წლის გო­გო­ნამ 7 თვის ჩვი­ლი გა­გუ­და და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ჩვი­ლი ბავ­შვი მა­მამ გარ­დაც­ვლი­ლი სა­წოლ­ში გამ­თე­ნი­სას იპო­ვა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გო­გო­ნამ ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, ოქ­როს ნივ­თე­ბი წა­ი­ღო და ად­გი­ლი­დან ისე მი­ი­მა­ლა

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი დედა პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დედა ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

16 წლის მ.შ. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია და 20 წლის აღა­ი­ა­ნელ ბიჭ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ახ­ლო­ბელ­მა მა­რი­ამ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­გო­ნამ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში “ვი­ღაც ბიჭს ჩა­ა­კი­თხა”.

-რო­გორც ყვე­ბა, ქმრის გამ­წა­რე­ბა უნდა, ოღონდ არ უჩხუ­ბი­ათ, რამე კონ­ფლიქ­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა არც ქმარ­თან და არც ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ვერც ქმრის და ვერც გო­გოს მხა­რე ვე­რაფ­რით ხსნის, რა შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო. რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ა­კა­ვეს ბავ­შვის დედა, არ ვიცი, მაგ­რამ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვი­ღაც ბიჭს ჩა­ა­კი­თხა. ოჯახს ამ გო­გოს დას­ჯა უმ­კაც­რე­სი წე­სით უნდა, – გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ამ საქ­მე­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი უკვე გა­მო­კი­თხა. მათ შო­რის გა­მო­ი­კი­თხა 21 წლის რ.ჩ., რო­მელ­თა­ნაც 16 წლის გო­გო­ნას სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რა ჰქონ­და.

7 თვის ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან დე­დას სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს გო­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უკვე ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ქე­თე­ვან გა­გო­ევ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ად­გენს პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბას, შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბებს და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნე­ბა.

-ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ჩა­უ­ტარ­და სა­სა­მარ­თლი-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის პა­სუ­ხე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვია დღეს ვერ იქ­ნე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას, ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა გორ­ში ვერ ჩა­ტარ­დე­ბო­და, ტარ­დე­ბა სო­ფელ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში, – გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან გა­გო­ევ­მა.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა, თუ რამ­დე­ნად სწო­რად შე­ა­ფა­სა პო­ლი­ცი­ამ 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვან მ.შ-სთან და­კავ­ში­რე­ბით 2017 და 2018 წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე არა­სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა 1 თა­ნამ­შრო­მელს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გოგონას 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ემუქრება.