4 შვილის დედამ, 40 წლის ნინო ცქიტიშვილმა პოდიუმზე ყველა დაჩრდილა

4 შვილის დედამ, 40 წლის ნინო ცქიტიშვილმა პოდიუმზე ყველა დაჩრდილა,,მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულზე ახალგაზრდა მოდელებთან ერთად ძველი თაობის ქართველი მოდელებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ნინო ცქიტიშვილი. 40 წლის მოდელმა, 4 შვილის დედამ უმცროსი თაობის მოდელებიც კი დაჩედილა. ის შავ კაბაში შეუდარებლად გამოიყურებოდა.

-ჩემთვის გამორჩეული და შეუცვლელი კოკო შანელია, რომელიც ძალიან ახლოა ჩემს სტილთან – დახვეწილი, კლასიკური, ცოტა მკაცრიც. ასევე ძალიან მომწონს ალექსანდერ მაკქუინი. ის საოცრად ხედავს ქალის სილუეტს და ზოგადად, ქალს. ჯერჯერობით, მის მხოლოდ ერთ კაბასა და ქამარს გავწვდი, რომლებსაც ჩემს გარდერობში საპატიო ადგილი უკავიათ…

სიმართლე გითხრათ, არაჩვეულებრივი დიასახლისი ვარ. საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ნამდვილი მასტერ კლასი გავიარე. ძალიან კარგი მზარეული გახლავართ. ქებაში არ ჩამითვალოთ – მართლაც ასეა. მეუღლე და შვილები ყოველთვის არჩევენ ჩემ მიერ მომზადებულ კერძებს და მაშინვე ხვდებიან, ესა თუ ის კერძი მე რომ არ მომიმზადებია.

ჩვენი ტრადიციული კერძებია ხარჩო და ღომი, – ამბობს ნინო ცქიტიშვილი ok-სთან.

კითხვაზე: იდეალურ ფიზიკურ ფორმას როგორ ინარჩუნებს, ნინო ცქიტიშვილი ok-ის პასუხობს:
-ეს, უპირველესად, ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. თუმცა რეგულარულად ვვარჯიშობ – ძირითადად, პილატესითა და იოგათი ვარ დაკავებული. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტკბილეულობის დიდი მოყვარული არ გახლავართ.