1 წლის ანანო ძიძას იეჰოვას მოწმეთა შეკრებებზე დაჰყავდა – ,,ჩემმა შვილმა დედის და მამის მერე თქვა, დიდება იეჰოვასო”

1 წლის ანანო ძიძას იეჰოვას მოწმეთა შეკრებებზე დაჰყავდა - ,,ჩემმა შვილმა დედის და მამის მერე თქვა, დიდება იეჰოვასო''1 წლის ბავშვი ძიძას იეჰოვას მოწმეთა შეხვედრაზე დაჰყავდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გოგონას დეიდამ უამბო.

მშობლებმა იცოდნენ, რომ ძიძა ჩვილს ვაკის პარკში ასეირნებდა… ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ჩვილმა პირველი სიტყვები წარმოთქვა.

-ჩემს დიშვილს ძიძა 6 თვიდან ავუყვანეთ, რადგან ყველა ვმუშაობთ. ბავშვი მოვლილი გვხვდებოდა და ჩვენ მშვიდად ვუტოვებდით მას. ვიცოდით, რომ ყოველდღე ბავშვს ვაკის პარკში ასეირნებდა. როცა 1 წლის ხდებოდა, საუბარი დაიწყო ანანომ და დედისა და მამისს შემდეგ თქვა: იეჰოვას დიდებაო…

ძიძამაც აღარ დამალა და აღიარა, რომ ის იეჰოვას მოწმეა და ხანდახან ვაკის პარკის ნაცვლად, შეკრებებზე დაჰყავდა ბავშვი. ჩვენს ოჯახს უმცირესობების მიმართ არანაირი მიუღებლობა არ აქვს, მაგრამ ნამდვილად არ მოგვეწონა პატარაზე ასეთი ზემოქმედება და დავემშიდობეთ ძიძას.

როცა ავიყვანეთ ეს ქალბატონი, სხვის რეკომენდაციას დავუჯერეთ. კარგი იქნებოდა, რაიმე კავშირი რომ იყოს უტყუარი ინფორმაციებით, ჩვენს მდგომარეობაში სხვა რომ არ აღმოჩნდეს. გამიგია, რომ ალკოჰოლს ასმევენ პატარებს, რათა დიდხანს იძინონ და ძიძები არ შეწუხდნენ, ვიცი, რომ ცხელ სათბურს თავქვეშ უდებენ და სხვა ათასი მეთოდი აქვთ, – ამბობს თამარ შერვაშიძე.

სოციალურ ქსელებსა თუ მედია საშუალებებში ბავშვთა მიმართ ძიძების არაკეთილსინდისიერი მოპყრობის  ფაქტები ხშირად ვრცელდება.

ახლა საქართველოს პარლამენტი მსჯელობს კანონპროექტზე „ბავშვთა უფლებების კოდექსი“, სადაც ძიძების სერთიფიცირების შესახებ ჩანაწერია გააკეთებული.

„სერთიფიცირებული ძიძები ბავშთა აღზრდის საკითხებზე სოციალური მუშაკებისგან მხადაჭერას მიიღებენ. თუმცა სერთიფიცირება ნებაყოფლობითია“,  – წერია კანონპროექტში.

„პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, ანუ მშობელი სრულწლოვანია და მისი გადასაწყევტია, როგორ და რა კრიტერიუმებით შეარჩევს ბავშვის მომვლელს.

პრაიმტაიმი, ავტორი თამარ ბუჩუკური