ზღვაში გაუჩინარებული ჯარისკაცის მამა: ,,ეს მათ შეწყვიტეს ძებნა, თორემ მე ისევ ვეძებ, წყალშიც და ყველგან’’

ზღვაში გაუჩინარებული ჯარისკაცის მამა: ,,ეს მათ შეწყვიტეს ძებნა, თორემ მე ისევ ვეძებ, წყალშიც და ყველგან’’თით­ქმის სამი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც გო­ნი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე წვრთნის დროს ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე – კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და I კლა­სის რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ… კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი და­ღუ­პუ­ლად გა­მო­ცხად­ნენ, თუმ­ცა, 2016 წლის 6 აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე, ოჯახს აქვს იმე­დი, რომ ერთ დღეს ეს უსაშ­ვე­ლოდ გა­წე­ლი­ლი მო­ლო­დი­ნი დას­რულ­დე­ბა…

2016 წლის აგ­ვის­ტო­ში, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ხო­მალ­დი და ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ცია მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ძებ­ნის შემ­დეგ შავ ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ძებ­ნის ოპე­რა­ცია შე­ჩერ­და.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებ­და. ამბები.ჯი და­ინ­ტე­რეს­და, რა ეტაპ­ზეა ძი­ე­ბა და რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძი­ე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. თუმ­ცა, და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ამის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

თა­მარ შა­რა­ძე, იაგო შა­რა­ძის და:

-ძებ­ნა შე­წყვე­ტი­ლია და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკვე გარ­დაც­ვლი­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭეს ბი­ჭებს. ვიდ­რე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, მა­ინც იმე­დი იყო ჩვენ­თვის, ხავ­სი, რო­მელ­საც ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დით… ოჯახს, მის ცოლ-შვილს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს. მისი ბა­თუ­მე­ლი სამ­ხედ­რო მე­გობ­რე­ბი არ წყვე­ტენ ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ერთ-ერ­თმა შვი­ლიც კი მო­მი­ნათ­ლა. ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე, ია­გოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ყო­ველ­თვის მო­დი­ან.

გვი­თხრეს, რომ ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია, ოღონდ, ვინც უშუ­ა­ლოდ ამ სწავ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო, ის კი არა, მისი ქვე­შევ­რდო­მი. რა­ხან ჩვენ ამ ბი­ჭებ­თან, ია­გოს მე­გობ­რებ­თან მე­გობ­რო­ბას და ახ­ლობ­ლო­ბას ვაგ­რძე­ლებთ, არ გაგ­ვიპ­რო­ტეს­ტე­ბია, ან რაღა აზრი ჰქონ­და უკვე. თუმ­ცა, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­მაც აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და, გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის დე­დაც შიმ­ში­ლობ­და. 11-დღი­ან ძებ­ნას ვი­თხოვ­დით, მაგ­რამ 3 დღე ეძებ­დნენ.

შემ­დეგ, თურ­ქუ­ლი გემი იყო ჩა­მო­სუ­ლი და პი­რა­დად მა­მა­ჩე­მიც წა­იყ­ვა­ნეს, თა­ვი­სი თვა­ლით რომ ენა­ხა ძებ­ნის ოპე­რა­ცია. შემ­დეგ თურ­ქებ­საც უთ­ქვამთ, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძებ­ნის გაგ­რძე­ლე­ბას აზრი არ აქ­ვსო.

– ით­ქვა, რომ ერთ-ერთს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

– დიახ, ჩემს ძმას ყუ­რე­ბის ან­თე­ბა ჰქონ­და, დე­და­ჩე­მი ნემ­სებს უკე­თებ­და. ვთხო­ვეთ, ამ­ჯე­რად, ცოტა ხნით მა­ინც არ ჩა­სუ­ლი­ყო წყალ­ში, მაგ­რამ გვი­თხრა, – ეს ერთი წვრთნა დამ­რჩა და მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ლა­ხუ­ლი მაქვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ნორ­მა­ტი­ვებს გუ­ლის­ხმობ­და… ჩემი ძმის ბრა­ლი ის არის, რომ არ გა­ამ­ხი­ლა, რაც სჭირ­და და არც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ფლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ექიმს, ვინც თორ­ნი­კეს წამ­ლე­ბი გა­მო­უ­წე­რა, თა­ვად სთხო­ვა თურ­მე, არ და­წე­როთ ამის შე­სა­ხე­ბო, – მას ბა­თუმ­ში გად­მოს­ვლა უნ­დო­და…

ვლა­დი­მერ შა­რა­ძე, თორ­ნი­კე შა­რა­ძის მამა:

– ბა­ზამ და­უშ­ვა შეც­დო­მა თა­ვი­დან­ვე, წინა დღეს შტორ­მი იყო, მე­ო­რე დღეს კი შიდა დი­ნე­ბე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი ზღვა­ში არ უნდა შე­ეშ­ვათ… ჩემი შვი­ლიც არ უნდა შე­სუ­ლი­ყო წყალ­ში… აწი აღარ ვიცი, რაღა აზრი აქვს ამა­ზე ლა­პა­რაკს, შე­წყდა ძებ­ნა… ეს მათ შე­წყვი­ტეს ძებ­ნა, თო­რემ მე დღემ­დე ვე­ძებ, წყალ­შიც და ყველ­გან.

შარ­შან მე და გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის მა­მამ ვთხო­ვეთ თავ­დაც­ვას, ნატო-ს გე­მე­ბი რომ შე­მო­დის, ერთი მა­ინც გა­ი­ა­რონ, იქ­ნებ რამე შე­დე­გი იყოს-მეთ­ქი. 2 წელი და მეშ­ვი­დე თვეა, ამ ქვე­ყა­ნა­ზე ად­გილს ვე­ღარ ვპო­უ­ლობ…

სე­სი­ლი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლის დედა:

-მე­სა­მე წელი იწუ­რე­ბა და არ ვიცი, რის და ვის იმე­დად ვცხოვ­რობ… ჩვე­ნი ერთ დღე­ში გამ­ქრა­ლი ცხოვ­რე­ბა სულ მცი­რე იმედ­საც არ გვი­ტო­ვებს, ჩემი შვი­ლი მკვდა­რი ან ცო­ცხა­ლი მე­ღირ­სოს… რო­გორ იცხოვ­რებს შვი­ლის გა­რე­შე გუ­ლა­მოც­ლი­ლი დედ-მამა?! დღე არ გვი­ხა­რია და ღამე. შვი­ლის საფ­ლა­ვიც რომ არ გექ­ნე­ბა…

ერთ თუ ორ სა­სა­მარ­თლოს და­ვეს­წა­რით, სა­დაც გი­ორ­გის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ – რა გზა გა­ი­ა­რა და­კარ­გვამ­დე… თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გვი­თხრეს, რომ ორი წლის შემ­დეგ ძებ­ნას აზრი არ აქ­ვსო… შემ­დეგ ისიც გვი­თხრეს, ამის სახ­სრე­ბი არ გვაქვს, რომ ძებ­ნა ამ­დენ ხანს გა­ვაგ­რძე­ლო­თო.

ერთხელ, წლის და­სა­წყის­ში იყ­ვნენ ნატო-ს სას­წავ­ლო გე­მე­ბი შე­მო­სუ­ლი, ვთხო­ვე, მეც რომ და­მას­წროთ ძებ­ნის პრო­ცესს-მეთ­ქი, დამ­თანხდნენ, მაგ­რამ შემ­დეგ რომ და­ვუ­რე­კე, ჩვენ უკვე ვე­ძე­ბეთ და ვე­რა­ფე­რი ვი­პო­ვე­თო, მი­თხრეს… ახლა ისევ მპირ­დე­ბი­ან, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, შე­მო­დის ნატო-ს გე­მე­ბი გეგ­მი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და კი­დევ ერთხელ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ძებ­ნა­სო… ვნა­ხოთ.

P.S. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია და იგი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია პირი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დოს.

ასე­ვე, თუ ,,პირი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც მას სიკ­ვდილს უქად­და, ან სა­ვა­რა­უ­დოა მისი და­ღუპ­ვა რა­ი­მე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო და ასე­თი ცნო­ბე­ბი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა”.

ამბები.ჯი