ციცინო ფუტკარაძის სიკეთით სავსე ცხოვრების გზა

ციცინო ფუტკარაძის სიკეთით სავსე ცხოვრების გზაშტრიხები პორტრეტისათვის

ოდნავ მკაცრი…

მუდამ დაკავებული…

კაცთმოყვარე…

მზრუნველი დედა, ბებია, მეუღლე, მეგობარი…

რომანტიკოსი…

ქველმოქმედი…

არაერთი პრესტიჟული ბიზნეს-ჯილდოს მფლობელი…

კეთილია და მართალი,არ უყვარს როცა ატყუებენ, ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს, ხელი გაუწოდოს.

დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში, მამა მომთხოვნი იყო, შვილებს მკაცრად ზრდიდა. ჰყავდა სამი და და ორი ძმა. მათგან ერთი და 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც მისთვის ძალიან დიდი ტკივილია.

– ოჯახში ყველა შრომობდა, ამას შევეჩვიეთ ბავშვობიდან. თავიდან  მსახიობობაზე ვოცნებობდი, მერე 90-იანი წლების დუხჭირ საქართველოში თეატრისთვის ვიღას ეცალა. წავედით ოჯახით საბერძნეთში. იყო რთული წლები, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი კარგად იქნებოდა, არასდროს არ მტოვებდა.

ბიზნესი 1996 წელს დავიწყე, მაშინ ერთადერთი საშუალება იყო თურქეთიდან შემოტანილი საქონლის რეალიზაცია. ბიზნესში მთავარია სწორი გათვლები, სიფრთხილე და დაუწერელი კანონი – კეთილსინდისიერება.

– თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით.

– მყავს მეუღლე, ქალ-ვაჟი და ორი შვილიშვილი დემეტრე და ციცი. ჩემთვის მათთან ურთიერთობა უმთავრესია. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მაინც ვახერხებ ჩემს შვილიშვილებთან ყოფნას, მათ მოფერებას. ჩემი ვაჟი ოთარ ფუტკარაძეც ბიზნესში მოღვაწეობს. საკმაოდ ჭკვიანია,

ძლიერ დედებს ხშირად პასიური შვილები ჰყავთ, ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. მარტა პატარა დემეტრესთან არის ძირითადად. მყავს არაჩვეულებრივი სიძე და რძალი. მეუღლეს რაც შეეხება, მე ყოველთვის ვგრძნობ მის მხარდაჭერასა და სიყვარულს.

– თქვენ არაერთი საქველმოქმედო პროექტის ავტორი ხართ, მოგვიყევით ამის შესახებ.

–  მე არ მიყვარს ჩემს მიერ გაკეთებული ქველმოქმედების აფიშირება. ამაზე მე  ვერ ვისაუბრებ.

სოფელ ზერტის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის კარიბჭესთან ნახავთ წარწერას:

,,ღმერთმა დალოცოს აღმშენებელი

ამა სამრეკლოსი და სახლისა

მხევალი ღვთისა ციცინო

ტიელიძე-ფუტკარაძისა და ოჯახი მისი.

ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო შეეწიე მათ, ამინ.

2012-2014 წწ.

ციცინო ფუტკარაძის სიკეთით სავსე ცხოვრების გზაჩვენ დავუკავშირდით  გორის და და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას და კომენტარი ვთხოვეთ ამასთან დაკავშირებით.

– მოგვიყევით ქალბატონ ციცინო ფუტკარაძის ქველმოქმედების შესახებ. მან გორისა და ატენის ეპარქიაში არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

– დიახ, სიამოვნებით მოგიყვებით. ქალბატონი ციცინო არამარტო თავის მშობლიურ სოფლში, არამედ  ბევრ სხვადასხვა ადგილზე ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სოფელ ზერტის სულიერების და კულტურის ცენტრის აღმშენებლობა. ის დღესაც ხელს უწყობს ამ ცენტრის ფუნქციონირებას.

აქ არის მოქმედი საგალობლო წრე და სხვა მხატვრული შემოქმედებითი წრეები, სადაც ბავშვებს ასწავლიან  ღვთისმეტყველებას, საგალობლებს და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას.

ქალბატონ ციცინოს მისი ოჯახით ვუსურვებ ღვთის შეწევნას.ძალიან კარგი იქნება, თუ სხვებიც მიბაძავენ ასეთ ქველმოქმედ ქალბატონს და იზრუნებენ ქვეყნისთვის.

უნდა დავსძინოთ, რომ ქალბატონ ციცინოს არაერთი საქველმოქმედო აქტივობა უცხოეთში, ქართველ ემიგრანტებთანაც აქვს განხორციელებული.

– ქალბატონო ციცინო, ახალი ბიზნეს პროექტი, რომელიც ორი წლის წინ განახორციელეთ, სასტუმრო ,,აივანია“, რომელიც  წარმატებით ფუნქციონირებს. რას გვეტყვით ამის შესახებ?

– გეთანხმებით, სასტუმრო ”აივანი” მართლაც წარმატებული პროექტია, მასში ჩემი სულიერი და მატერიალური აქტივი ჩავდე. ის ჩემთვის არ არის მხოლოდ ბიზნესი. სასტუმრო თბილისის ძველ უბანში მდებარეობს და მას უკვე შეარქვეს ძველი თბილისის თეთრი მარგალიტი.

ის უცხოელების და თბილისელების საყვარელი ადგილია. ფოტოსესიებიც ხშირად ეწყობა ჩვენთან. ახალდაქორწინებულებს ძალიან ხიბლავთ ჩვენი აივნები ძველი თბილისის ხედებით და კლასიკური  სასტუმროს ნომრები.

ციცინო ფუტკარაძის სიკეთით სავსე ცხოვრების გზა– ახლა კი ინოვაციურ ახალ წამოწყებაზეც მინდა გკითხოთ. სასტუმრო უღრან ტყეში..

– ჰოო, ეს ჩემი სუსტი წერტილია. ეს ამბავი ასე დაიწყო. ჩემს მეგობრს აგარაკი აქვს ზღვის დონიდან 1.100 მეტრზე ტყეში, საგურამოსთან ახლოს. საოცარი ბუნებაა, შერეული ტყე, კამკამა ლურჯი ცა, ბევრი ყვავილები.

მეგობრები ხშირად ვიკრიბებით. ერთ დღესაც სურვილი გამიჩნდა, შემეძინა სახლი ტყეში, სადაც განსაკუთრებული გარემო შეიქმნებოდა არამარტო ჩვენთვის, თუმცა მანამდე ეს იდეა ჩემს მეგობარს ჰქონდა.

გვერდი-გვერდ ორი ტყისპირა ეკოლოგიური პატარა სასტუმრი აშენდება, რომლებიც მშენებლობის პროცესშია. კონცეფცია და მარკეტინგული სტრატეგია მთლიანად მას ეკუთვნის. ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თბილისიდან 35 კილომეტრში მდებარე საუცხოო ადგილი, სადაც იქნება  თიხის რეწვის  მასტერკლასები, ხატვის გაკვეთილები.

რა თქმა უნდა, გვექნება  მამაპაპური ქართული მარანი, ტყის კენკრის და სამკურნალო მცენარეების ჩაი, ხელით დაკრეფილი ტყის კენკრის მურაბების ნაირსახეობა, სხვადასხვაგვარი ჩირი.

ვაპირებთ, ეზო  მოვაწყოთ ძირითადად ვარდების, ტიტების და ქრიზანთემების ნაირსახეობებით. ის, რაც მთაში ხარობს, აქ იქნება ჩვენს ,,გარდენიეში“ თავმოყრილი. მოკლედ, წინ საოცრებები გველოდება.

– ბანალური მაგრამ საინტერესო  კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენი ჰობი?

– მიყვარს მოგზაურობა, ხშირად ვმოგზაურობ მეგობრებთან ერთად, ბოლოს იტალიაში ვიყავი. ვენეციით ძალიან  მოვიხიბლე და ვამბობ, რომ ისევ დავბრუნდები.

ასევე ყვავილები ჩემი ცხოვრების ნაწილია, სილამაზე მიყვარს უზომოდ, სადაც მე ვარ, იქ უამრავი ყვავილია.

– და ბოლოს, რას დაამატებდით?

– იჩქარეთ, აკეთოთ სიკეთე. მაშინ თქვენი ყველა საქმე წარმატებული და მადლიანი იქნება.