თინა მახარაძე ფულს ითხოვს – ,,მხარი დავუჭიროთ თინას”

თინა მახარაძე ფულს ითხოვს - ,,მხარი დავუჭიროთ თინას"მსახიობი თინა მახარაძე ნიუ იორკში ფილმს იღებს და თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად სურათისთვის ფინანსების მოძიებითაა დაკავებული. თინას რეჟისურის პედაგოგიც მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ,,მხარი დაუჭირონ თინას”.

ფილმ ,,მამას” სცენარის ავტორი და რეჟისორი თინა მახარაძეა, ოპერატორი ვოლტერ რივერა, პროდიუსერი გარა მიუნოცი.

,,მამა” – ეს არის კოლაჟი ფრაგმენტისა სიკვდილი და სექსი. ფილმი აკვიატებულ და განუხორციელებელ სურვილებზეა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უკვე აღარ არსებობს. მას მახარაძე გარდაცვლილ მამაზე იღებს და მასვე უძღვნის.

სინოფსისი

დაქვრივებულ ორი შვილის დედას, ვიოლეტას ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნერვული აშლილობა ემართება. ვიოლეტა თავისი დაკარგული სიყვარულის მოგონებებსა და სიზმრებში იკარგება.

ფილმის სახელს ორი მნიშვნელობა აქვს, ერთით ის ნიშნავს დედას, როგორც ყველა ენაზე, მეორე მნიშვნელობით, ნიშნავს მამას რეჟისორის მშობლიურ ენაზე. ეს ფილმი არის ორივეზე.

ფილმში აღწერილია პოსტ საბჭოთა საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ ბავშვზე, მონათესავე ტრადიციებსა და ცრურწმენებზე. ეს არის ნარატივი ერთდროულად წარსულსა და აწმყოზე, მოგონებებზე, სიზმარზე, რეალურ ამბავზე…

თინა ნიუ იორკში 2017 წელს ჩავიდა და დაამთავრა Feirstein Graduate School Of Cinema რეჟისურის განხრით. მისი განათლება მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის” მიერ დაფინანსდა. საქართველოში კი მას დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

პრაიმტაიმი