თამარ ნადირაძე: ,,მიჭირს ამ სასწაულის ზუსტი აღწერა, ეს მაკას სულის განავარდება იყო”

თამარ ნადირაძე: ,,მიჭირს ამ სასწაულის ზუსტი აღწერა, ეს მაკას სულის განავარდება იყო"დიზაინერი, ,,მარიგოლდის” ხელმძღვანელი თამარ ნადირაძე ფეისბუქში მაკა ვეკუაზე წერს, რომელსაც დღეს სამუდამოდ დაემშვიდობნენ. ახალგაზრდა ქალი მძიმე სენით გარდაიცვალა.

,,მაკა ვეკუა… დღეს დაგემშვიდობეთ. შენს ცივ სხეულს ჩავეხუტე და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ წახვედი. რა საოცრება იყო შენი დასაფლავება… ქარზე გიჟდებოდი, ჩემი სტიქიაოო, იძახდი. ქარი რომ ამოვარდებოდა, გარეთ გარბოდი და ყველაზე უფრო ქარიან ადგილს ეძებდი, თვალდახუჭული მომღიმარი სახეს სიამოვნებით უშვერდი ქარს… და დღეს
სასწაული მოხდა, როდესაც სასაფლოს პატარა ეკლესიაში მამაო პანაშვიდს გიხდიდა, გარეთ მდგომნი სასწაულის მოწმე ნიგავხდით. უცებ სასწაული გუგუნი დაიწყო, ყველამ ზეცაში ავიხედეთ, გვეგონა, სასწაული წვიმა წამოვიდოდა… და
უცებ აშრიალდა ფოთლები, საოცარი ქარი ამოვარდა, საოცარი გუგუბით დატრიალდა… წუთის შემდეგ

ისევ საოცარი სიმშვიდე ჩამოვარდა… მიჭირს ამ სასწაულის ზუსტი აღწერა. მივხვდი ეს შენი სულის განავარდება იყო, დამშვიდობება…
მტკივა და მგონია, რომ ეს ტკივილი ვერასოდეს გამივლის, ვერ მოგიარეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გავაკეთეთ ყველაფერი შენს გადასარჩენად… დაგვაკლდი და ამ დანაკლისს ვერავინ და ვერაფერი შეგვივსებს… გვაპატიე და შეგვინდე, რომ ვერ გამოვტაცეთ შენი თავი ამ საშინელ სენს… დაგემშვიდობეთ… აუტანელი ტკივილი დაგვიტოვე”.

ფოტოებზე – თამარ ნადირაძე და მაკა ვეკუა