შსს-მ ,,ჩათლახბარათზე” გამოძიება დაიწყო

შსს-მ ,,ჩათლახბარათზე" გამოძიება დაიწყოკომპანიას, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს, მელიქიშვილის გამზირზე ელექტრონულ ბილბორდზე განთავსებული აქვს რეკლამა, სახელწოდებით, „ჩათლახბარათი“.
ფეისბუქის გვერდზე კომპანია მიუთითებს, რომ მათთან ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ტრეფიკინგის მუხლით.

„ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს ე.წ. „მასაჟის ცენტრის” მფლობელები და თანამშრომლები.

გამოძიება მიმდინარეობს ტრეფიკინგის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ 143’ მუხლის 1-ლი ნაწილით.

ლიბერალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019