შორენა ბეგაშვილის მილიონერმა ქმარმა დავით ბაგრატიონის ადვოკატს დაურეკა – რა მოსთხოვა ირაკლი ნანაძემ ლევან ჩხეიძეს

შორენა ბეგაშვილის მილიონერმა ქმარმა დავით ბაგრატიონის ადვოკატს დაურეკა - რა მოსთხოვა ირაკლი ნანაძემ ლევან ჩხეიძეს წლის სკანდალი გრძელდება. სამეფო ოჯახის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და სასამართლო განხილვები ბევრ ადამიანს შეეხო, მათ შორის მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შორენა ბეგაშვილის ქმარმა, მილიონერმა ბიზნესმენმა ირაკლი ნანაძემ დაურეკა.
-შორენა ბეგაშვილის სახელი თუ დააკვირდებით, არსად მიხსენებია. ერთხელ მიხსენეს ბეგაშვილი „რუსთავი 2-ზე“, იქაც გავეცი პასუხი, რომ შორენა ბეგაშვილი იყო უშიშროებისგან ჩასმული აგენტი. ამის შემდეგ დამიკავშირდა მისი მეუღლე, მთხოვა, ჩემი მეუღლის სახელი აღარ ახსენოო. მე მას ვუთხარი, რომ არანაირი სურვილი გვაქვს ბეგაშვილის სახელის ხსენებისა. თუ არ უნდა, მას რომ მე მისი მეუღლის სახელი ვახსენო, მაშინ რატომ მოდის ქალბატონი შორენა და იძლევა ჩვენებას ჩვენ წინააღმდეგ?

მოგეხსენებათ, მაშინ საუბარი იყო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ლაპარაკი იყო სახელმწიფო წეს-წყობილების ცვლაზე. მე რომ არ ვყოფილიყავი ბატონი დავითის მეგობარი და ვყოფილიყავი სახელმწიფოს მეთაური, მეც ჩავუსვამდი აგენტს. დავითმა პოლიტიკური პროცესი წამოიწყო, საუბარი იყო ქვეყნის კონსტიტუციის წეს-წყობილების შეცვლაზე და ვინ არის ეს კაცი და რას ფიქრობს, საინტერესო იქნებოდა.

შორენა ბეგაშვილმა იმუშავა ბატონი დავითის გაშავებაზე პიარულად. ბატონი დავითის გაშავება შედიოდა იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესებში, რომლებიც კონსტიტუციური მონარქიის იდეას აღიქვამდნენ, როგორც პირად საფრთხეს, – განაცხადა  ადვოკატმა ,,კვირის” პრესკლუბში.

საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტს ეხე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა ტე­ლე­წამ­ყვან შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­საც გა­მო­კი­თხავს. ამის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­ნა­ცხა­და (განაგრძეთ კითხვა).

შორენა ბეგაშვილის მილიონერმა ქმარმა დავით ბაგრატიონის ადვოკატს დაურეკა - რა მოსთხოვა ირაკლი ნანაძემ ლევან ჩხეიძეს