სამარხვო კერძი – კარტოფილი მაროკოულად

სამარხვო კერძი - კარტოფილი მაროკოულადინგრედიენტები:

ზეთისხილი 1/4 ჭიქა

კარტოფილი 450 გ

ზეითუნის ზეთი 2 ს/კ

ლიმონის ცედრა 1 ჩ/კ

დაფქული ძირა 1/2 ჩ/კ

წყალი 1 ჭიქა

დაჭრილი ოხრახუში 1/4 ჭიქა

ლიმონი 1 ცალი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. დაჭერით ზეთისხილი.

2. დაჭერით კარტოფილი პატარა ნაჭრებად. გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ ზეთისხილს, ზეითუნის ზეთს, დაუმატეთ ლიმონის ცედრა, ძირა, 0,5 ჩ/კმარილი და 0,25 ჩ/კ შავი პილპილი. მოასხით ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მიღებული მასა ტაფაზე. დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

3. შემდეგ დაახურეთ თავსახური და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთი, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. ახადეთ თავსახური და ისევ გააჩერეთ 1-2 წუთი, სანამ წყალი არ ამოშრება.

4. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

გურმანია.ჯი