,,რწმენასაც კი გვილახავენ, ფუი, ეშმაკს!..” – პაატა თედიაშვილის ,,ეკლის” გვირგვინმა და ,,ათმა მცნებამ” ხალხი აღაშფოთა – ვიდეო

,,რწმენასაც კი გვილახავენ, ფუი, ეშმაკს!.." - პაატა თედიაშვილის ,,ეკლის" გვირგვინმა და ,,ათმა მცნებამ" ხალხი აღაშფოთა -  ვიდეოპაატა თედიაშვილმა ტოქ ,,შოუ პროფილში” სკანდალური სიმღერის ტელეპრემიერა გამართა. სიმღერას ,,ათი მცნება” ჰქვია. კოსტიუმიც სკანდალური შეარჩია, თავზე ,,ეკლის” გვირგვინით. მის ამ სიმღერას სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

,,ნეტა, ჯვარზე გაკრული არ დაგვხვდებოდე ხვალ დილით და აღარ ვჩივით არაფერს”, ,,გემოვნების ამბავია. სხვას ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს. ჩემთვის მიუღებელი ის უფრო იყო, გამწარებული დედა მომაკვდავი შვილისთვის დახმარებას რომ სთხოვდა პატრიარქს და პრეზიდენტს, მათ კი ყურიც არ ათხოვეს. აი, ეს იყო აღსაშფოთებელი და არა პაატას სიმღერა”, ,,კარგია პაატა! ათი მცნების წაკითხვა არ უნდათ და ასე ისმინონ მაინც.
რატომ ლანძღავთ ვერ გავიგე”, ,,ეპატაჟური იდიოტების ტელევიზია ხართ,
აზროვნებას ხომ ავიწროვებს თქვენი ნაგავი გადაცემები, მეტიც – თავს გახვევს მის ფსევდო-ლიბერალიზმს…”, ,,ამ ქვეყნის პრობლემაც ეგაა, რომ მორალზე, ზნეობაზე და ასეთ საკითხებზე ამორალურ ტიპებს იწვევთ გადაცემებში და ალაპარაკებთ ათას სისულელეს”, ,,გაეზარდა ხაშურს ცნობადობის დიაპაზონი. აქამდე მხოლოდ ჰამაკი იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი. არანაირ ,,სტანდარტში” ზის რელიგია-ხელოვნების ეს სინთეზური ფსევდოიმიტაცია. ერთი სიტყვით შევაფასებ – ზემარაზმი”, ,,ღმერთო, ეს რა უბედურებაა, რწმენასაც კი გვილახავენ”, ,,სასწაული ერი ვართ რა, რა შუაშია პოპულარობა, ადამიანი ხედავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებს, ჩვენს გაუტანლობას, ჩვენს არაქრისტიანულ აზროვნებას და ამ ადამიანმაც იფიქრა ალბათ, ჩვენ, ადამიანებს უმეტესიბას ბიბლია გადაშლილიც კი არ გვაქვს და ამ ადამიანმაც ამ ფორმით გადაწყვიტა, მოეტანა ის, ყველაზე მთავარი რაც ბიბლიაში დევს, რითაც უნდა იცხოვროს ჭეშმარიტმა ქრისტიანმა..”, ,,ადექი და იგალობე, შე კაცო, თუ სიმღერა გინდა”, ,,ფუი, ეშმაკს”, ,, მავთული ხომ არ გიჭერს პიტალო თავზე?..” – წერენ სოციალურ ქსელში.

პაატა თედიაშვილი – ათი მცნება

პაატა თედიაშვილი – ათი მცნება

Gepostet von Rustavi 2 am Donnerstag, 11. April 2019