,,ნოტრ-დამის სტრუქტურა გადაურჩა დანგრევას” – პარიზის სახანძროს წარმომადგენელი

,,ნოტრ-დამის სტრუქტურა გადაურჩა დანგრევას" - პარიზის სახანძროს წარმომადგენელისააგენტო “როიტერსი” ავრცელებს საფრანგეთის სახანძრო უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ნოტრ-დამის სტრუქტურა გადაურჩა სრულად დანგრევას.

იგივე სააგენტო უფრო ადრე ავრცელებდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს, რომ ნოტრ-დამის გადარჩენის იმედი არის, თუმცა ცეცხლის სრულად ლოკალიზებისთვის კიდევ 3-4 საათია საჭირო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი მეხანძრე.

პარიზის ვიცე-მერი აცხადებს, რომ ღვთისმშობლის ტაძარს ,,კოლოსალური ზიანი” მიადგა 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც ჩაინგრა ტაძრის სახურავი.

პარიზის პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ დაიწყო ხანძრის მიზეზების გამოძიება. პოლიციის ცნობით, მიზეზი უცნობია, თუმცა მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

ნოტრ-დამი, რომლის ისტორიაც მეთორმეტე საუკუნიდან იწყება, აღწერილია ვიქტორ ჰიუგოს კლასიკურ რომანში. მას ყოველწლიურად მილიონობით მნახველი სტუმრობს.

ნოტრ-დამში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთ განყოფილებაში ხარაჩოები იდგა. იუწყებიან, რომ ბრინჯაოს ძეგლები იქიდან გასულ კვირაში გაიტანეს, რემონტის გამო.

რადიო თავისუფლება

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019