მოზარდმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და გადარჩა

მოზარდმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და გადარჩაშემთხვევა რუსეთში მოხდა – 14 წლის ბიჭმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი აქვს. ექიმებმა კი მისი მდგომარეობა შეაფასეს, როგორც საშუალო სიმძიმის დამწვრობა. როგორც თავად ბიჭუნამ ექიმებსა და პოლიციას უთხრა, მას აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა სატრანსფორმატორო ჯიხურში და გადაწყვიტა, შიგნით შეეხედა. როცა გამანაწილებელს ხელით შეეხო, დენმა სწორედ მაშინ დაარტყა.

მედიკოსების თქმით, ასეთი სიმძლავრის ელექტროშოკი ცოცხალს არავის ტოვებს და ბიჭუნას ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა, თანაც ისე, რომ შინაგანი ორგანოების დაზიანება არ მიუღია.

დრონი.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019