მიხეილ სააკაშვილი: ,,ვისაც ჰგონია, რომ ჟვანია მოკლეს, დეგენერატია”

მიხეილ სააკაშვილი: ,,ვისაც ჰგონია, რომ ჟვანია მოკლეს, დეგენერატია",,ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მოკლეს, აბსოლუტურად დეგენარატი და ავადმყოფია”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა P.S.-ში განაცხადა.

„3 დღის წინ ივანიშვილმა მოაწყო თათბირი, ძალიან შეშფოთებულები არიან თავისი გამოკვლევებით. ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან, ჩემი პირადი რეიტინგის საოცარი ზრდით. ივანიშვილმა დაავალა შემდეგი რაღაც: პირველი, გავააქტიუროთ ისევ ზურაბ ჟვანიას ე.წ. მკვლელობის თემა და ვისაც ჰგონია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, არის აბსოლუტურად დეგენერატი და ავადმყოფი. იმიტომ, რომ ყველა პირობა გარკვეულია მგონი. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ყველასთვის სინდისი შემენახა და უამრავი ადამიანი დაიჩაგრა ამ თითიდან გამოწოვილი თემით, მაგრამ ივანიშვილს უნდა წამოწიოს იმიტომ, რომ ეტყობა, გოგლა ჟვანიას ფული შემოაკლდა…” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019