,,მენეჯერი მონასვით გვექცევა, ძაღლად არ გვაგდებს, რადგან იცის, ძალიან გვიჭირს და ვერსად წავალთ” – ,,კარფურის” კონსულტანტი

,,მენეჯერი მონასვით გვექცევა, ძაღლად არ გვაგდებს, რადგან იცის, ძალიან გვიჭირს და ვერსად წავალთ" - ,,კარფურის" კონსულტანტისოციალურ ქსელში სავაჭრო ცენტრ კარფურის თანამშრომელი წერს, რომ მას და სხვა თანანშრომლებს მენეჯერი არაადამიანურად, მონსავით ექცევათ. კონსულტანტი დახმარებას ითხოვს.

,,ისთფოინთის კარფურის” სასმელების სექციის მონაკონსულტანტი გწერთ, მთელი სექციის სახელით. ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია, რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს. 8 საათი ვმუშაობ როგორც უღელში შებმული ხარი. ხშირად მენეჯერი არ მაცდის, გამოვიყენო კუთვნილი შესვენება, ნორმალურად შევჭამო და მოვწიო, გვესაუბრება როგორც მონებს, აქვს უხეში და უტაქტო მიმართვები, თითქოს რომ გელაპარება, ამაზეც მადლობა უნდა უთხრა.

ერთხელ გავუბედეთ და ვუთხარით, რომ მასზე ზემდგომს გავესაუბრებოდით, პასუხად მივიღეთ, რომ თუ გავბედავდით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ნაბიჯს გადავდგამდით და ვინმეს რამეს ვეტყოდით, ისე გაგვყრიდა სუყველას, რომ ვერც ერთ ,,კარფურში” როგორც მომხმარებელიც ვერ შევიდოდით. ბევრი პრომოები და მერჩენდაიზერები არიან სასმელების სექციაში, მათთანაც ანალოგიურ ურთიერთობაშია, პრომოებს ეკაიფება, მასხრად იგდებს.  ყოველდღე ახსენებს, თუ ისე არ მოიქცევიან როგორც მას სურს, სამსახურებს დაკარგავენ, რეკავს მათ დამსაქმებელ კომპანიებში და ტყუილებს უყვება, რითიც – ან აკარგვინებს სამსახურს ისედაც 20 ლარზე მომუშავე ბავშვებს, ან დღის ხელფასს აკლებინებს.

ჩვენ საერთოდ ზედ გვივლის, ძაღლად არ გვაგდებს, რადგან ,,კარფურის” თანამშრომლებს  იცის, გვიჭირს და ვერსად წავალთ… ბარმენების უფროსებს ურეკავს და იგონებს, ვითომ ადრე გავიდნენ სამსახურებიდან და, რა თქმა უნდა, ისინიც დაუზარელად ლანძღავენ მოჯამაგირეს. გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ,,კარფურს” და დაგვეხმაროთ. ჩვენ შრომა არ გვეზარება, ამ ადამიანის გარეშე მშვიდ ვითარებაში მუშაობა გვინდა”, – წერს კონსულტანტი.