მამა ილია: ,,დღეს პალმობაა, ბზობა ქართველებმა მოვიგონეთ”

მამა ილია: ,,დღეს პალმობაა, ბზობა ქართველებმა მოვიგონეთ"დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქში წერს, რომ დღეს ბზობის კი არა, ბაიობის, ანუ პალმობის დღესასწაულია.

,,მოგილოცავთ ბაიობის, ანუ პალმობის დღესასწაულს! დიახ, დღეს პალმობაა, რადგან უფალს პალმის რტოებს უფენდნენ. ასე ჰქვია მას სხვა ენებშიც. ბზა ქართველებმა მოვიგონეთ, რადგან პალმა ჩვენს ქვეყანაში არ ხარობდა და ჩავანაცვლეთ.

ახლა მალე აღარც კოლხური ბზა იხარებს ამ ბრაკონიერობის და მცენარის მასობრივი დაავადების წყალობით, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. დღეს, როდესაც პალმის მოშენება პრობლემა აღარაა, იქნებ დაგვეწყო ბზის ჩანაცვლება პალმით, ამით ბზა გადარჩებოდა და დღესასწაულიც ავთენტური მცენარით აღნიშნებოდა”, – წერს მოძღვარი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019