მაია ჯორჯაძე: ,,გიო დაგვესიზმრა, თქვენთან ვარ, რა ამბავი ატეხეთო”

მაია ჯორჯაძე: ,,გიო დაგვესიზმრა, თქვენთან ვარ, რა ამბავი ატეხეთო"მომღერალ გიო ხუციშვილის ქვრივმა, მუსიკოსმა მაია ჯორჯაძემ ფეისბუქში გარდაცვლილი მეუღლის ფოტო დადო, წარწერით ,,ჩემი ბიჭი”.  შარშან აღდგომის პერიოდში იერუსალიმში იყვნენ. 11 ივნისს გიოს წლისთავია.

„პრაიმტაიმთან“ მაია სააღდგომო რიტუალზე ყვება:

– ახლა ძალიან მძიმედ ვარ. მე და გიოს ჩვენი რიტუალი გვქონდა. ღამით ჭავჭავაძეზე, ეკლესიაში გადავიდოდით. ძალიან უყვარდა პასკა, სადაც დაინახავდა, ვუკვეთავდით. მოჰქონდა და მოჰქონდა. სტუმრად სადაც მიდიოდა, ყველგან პასკას გაიყოლებდა.

– არ დაგსიზმრებია?

– მე და გიოს დას ერთ ღამეს დაგვესიზმრა – აქ ვარ, თქვენთან და რა ამბავი ატეხეთო. უცხოები მწერენ, მეუბნებიან, რომ ესიზმრებათ. ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ აქ არის. იცით, კიდევ როგორი დამთხევევებია – ვიღაც დამირეკავს და მეტყვის, დამესიზმრა და მაგალითად, ქათამი და ბაჟე ითხოვაო ან ნამცხვარი ითხოვაო და მართლაც იმ დღეს ის საჭმელი მაქვს სახლში. ვხვდები, რომ მართლა ჩვენთან ერთადაა.

– ზუკა და ნოდარიკო გიოს სიმღერებს აცოცხლებენ, რა შეგრძნებაა შენთვის?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა გიოს სიმღერებს რომ მღეროდნენ, ახლა უკვე მსიამოვნებს.

შვილიშვილს გიოს დაარქმევთ?

– აუცილებლად, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. გიოსაც ეს უნდოდა. ამბობდა, პატარა გიო გაჩნდებაო.

ავტორი თამარ გონგაძე, პრაიმტაიმი