ცხოვრება გრძელდება – რჩევები კლიმაქსის სიმპტომების შესამსუბუქებლად

ცხოვრება გრძელდება - რჩევები კლიმაქსის სიმპტომების შესამსუბუქებლად

სოსო ბურდულაძე

„სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ქალთა პოპულაციის 10%-ს პოსტმენოპაუზური ასაკის ქალები შეადგენს. მათ რიცხვს ყოველწლიურად 25 მილიონი ქალი ემატება. კლიმაქსის მკურნალობის სპეციფიკის შესახებ ობიექტური ინფორმაცია კი ამ კატეგორიის ქალების მხოლოდ 12.3%-ს აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს, რათა ნებისმიერმა ქალბატონმა ასაკობრივი ფერისცვალება მშვიდად დაძლიოს,“ – აღნიშნავს ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი სოსო ბურდულაძე, რომელიც კლიმაქსის შესახებ სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრება.

რა ნიშნები ვლინდება კლიმაქსის დროს?

კლიმაქსის დროს ვლინდება სამი პერიოდის ნიშნები: ადრეული, შუა და გვიანი. ადრეული პერიოდის ნიშნებს მიეკუთვნება ფსიქოემოციური დარღვევები, გაღიზიანებადობა, ხასიათის შეცვლა, უძილობა და ისეთი მნიშვნელოვანი ვეგეტატიური ძვრები, როგორიცა „ალები,“ წამოხურება, ცხელების შეგრძნება, კანის სიწითლე, ოფლიანობა.

შუა პერიოდის პათოლოგიურ ძვრებში იგულისხმება შარდ-სასქესო სისტემის ცვლილებები, საშოს სიმშრალიდან გამომდინარე დისკომფორტი, შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ გახშირებული ან უნებლიე შარდვა.

როგორ დავძლიოთ კლიმაქსის სიმპტომები?

სიმპტომების შემსუბუქება და გართულებებისგან თავის არიდება შესაძლებელია სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობით, სტრესული ფაქტორების თავიდან აცილებით.

სტრესის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით მიკრო-ელემენტები და ვიტამინები. განსაკუთრებით მცირდება სიმშვიდისა და წონასწორობის ელემენტი – მაგნიუმი, რაც გამოც სისხლში მატულობს სტრესული ჰორმონების დონე. ცოტამ თუ იცის, რომ 10 წუთიანი სტრესი წვავს მაგნიუმის მთელ სადღეღამისო ნორმას და ვითარდება მაგნიუმის დეფიციტი, რაც ამცირებს სტრესისადმი გამძლეობას.

სტრესი კი კიდევ უფრო ამძიმებს კლიმაქსის გამოვლინებას, შესაბამისად, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმს დავეხმაროთ ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით. სწორედ ასეთია გერმანული მედიკამენტი „ბიოლექტრა.“

ცხოვრება გრძელდება - რჩევები კლიმაქსის სიმპტომების შესამსუბუქებლადბიოლექტრა დირექტი შეიცავს მაგნიუმის სადღეღამისო დოზას – 300 მილიგრამს და მიიღება დღეში ერთხელ. მისი შეძენა შესაძლებელი ფორთოხლის ან ლიმონის არომატით. არ შეიცავს შაქარს, ლაქტოზას და გლუტეინს. ბიოლექტრა დირექტის მიკროგრანულები სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან და მიღებიდან 20 წუთში ორგანიზმში ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო ნორმას.

როგორ ხდება კლიმაქსის მკურნალობა?

კლიმაქსის დროს მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ჩანაცვლებითი თერაპია ნატურალური ესტროგენებით, ამ თვალსაზრისით გამორჩეულია გერმანული პრეპარატი „კლიმაქტოპლანი.“

კლიმაქტოპლანის შემადგენლობაშია 4 კომპონენტი, რომლებიც სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით იწვევენ კლიმაქტერული ჩივილების დათრგუნვას. კერძოდ, მცირდება და ქრება ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის აჩქარება. პრეპარატი ამცირებს და ხსნის დეპრესიას, გაღიზიანებას, უხასიათობას, ემოციურ ლაბილობას, აღადგენს შრომის უნარს, გუნება-განწყობას, აწესრიგებს ძილს და აღმოფხვრის უძილობით გამოწვეულ დაღლილობისა და უგუნებობის შეგრძნებას.

კლიმაქტოპლანი ფარმაცევტულ ბაზარზეა 1938 წლიდან და მისი ეფექტურობა დადასტურებულია უამრავი კვლევით.

კლიმაქსის დროს კლიმაქტოპლანისა და ბიოლექტრას ტანდემი უნიკალურია!

facebook.com/drgustavklein

facebook.com/biolectra.geo

261 46 88

სოსო ბურდულაძე

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ექიმი ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ცხოვრება გრძელდება - რჩევები კლიმაქსის სიმპტომების შესამსუბუქებლად

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019