ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს – ,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს - ,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს",,თაიმერის” ინფორმაციით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.

წყაროს ინფორმაციით, დაკავება თბილისში მოხდა. დაკავების მომენტში ცნობილი მსახიობი დასახმარებლად თბილისის მერის კახი კალაძის სახელს ახსენებდა.

,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”, – თვითმხილველების ინფორმაციით დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ.

საუბარია დიდი რაოდენობით,სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019