კაცის წვერში უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე ძაღლის ბეწვში – კვლევის შედეგები

კაცის წვერში უფრო მეტი მიკრობია, ვიდრე ძაღლის ბეწვში - კვლევის შედეგებიახალი კვლევის თანახმად, კაცების წვერი უფრო მეტ მიკრობს შეიცავს, ვიდრე ძაღლის ბეწვი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

კვლევა შვეციარიაში პროფესორებმა ჩაატარეს. მათ 18 კაცის წვერის ნიმუში 30 სხვადასხვა ჯიშის ძაღლის ბეწვს შეადარეს. როგორც კვლევით დადგინდა, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა კაცს, რომელთა ასაკი 18-დან 76 წლამდე იყო, წვერში მიკრობების მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. ძაღლების შემთხვევაში კი მსგავსი შედეგი 30-დან 23 ძაღლს დაუდგინეს.

კვლევის მონაწილეთაგან 7 კაცს წვერში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკრობები ჰქონდა. პროფესორ ანდრეას გატზაიტის თქმით, აღნიშნული კვლევის ერთერთი მთავარი მიგნება ისაა, რომ შეგვიძლია, ძაღლები ისევე სუფთად მივიჩნიოთ, როგორც წვერიანი კაცები.

კვლევის ავტორების მთავარი ინტერესი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად არსებობს ძაღლებიდან ადამიანებზე დაავადების გადადების რისკი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიიდან, რომელსაც ვეტერინარები ცხოველების გამოკვლევისთვის იყენებენ.

იმედინიუსი