,,გვექცევიან როგორც მათხოვრებს” – საბერძნეთიდან ქართველებს დეპორტაციისთვის ამზდებენ

,,გვექცევიან როგორც მათხოვრებს" - საბერძნეთიდან ქართველებს დეპორტაციისთვის ამზდებენსაბერძნეთის ხელისუფლება საქართველოს ათობით მოქალაქეს დეპორტაციისთვის ამზადებს. როგორც ათენში მცხოვრები ქართველი ამბობს, ის ამ დროისთვის ათენის ე.წ. სადეპორტო თავშესაფარში იმყოფება და ქვეყნიდან გამოძევებას ელოდება.

-ძალიან ბევრი ქართველი მოჰყავთ ყოველდღიურად აქ. უკან უშვებენ ზოგს, ზოგი გადაჰყავთ სამთვიან პატიმრობებზე, ზოგს კი აქ ტოვებენ. უბრალოდ ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა და მინდა, რომ გაფრთხილდნენ ქართველები, რომლებიც აპირებენ ევროპაში და კერძოდ საბერძნეთში ჩამოსვლას, რომ მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი.

გვექცევიან როგორც მათხოვრებს, დღეში ორჯერ ერთი ნაჭერი პური, ძეხვი და ყველი… არანაირი დახმარება არ არის საერთოდ, ძალიან მცირედი სურსათის მხრივ. უბრალოდ არის განმარტება იმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნილები არ არსებობენ, რადგან საქართველო არის ყველაზე დაცული ქვეყანა, – განუცხადა ,,კურიერს” ათენში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019