გიორგი ლობჟანიძე: ,,აშკარად რაღაცას გვანიშნებს ღმერთი”

გიორგი ლობჟანიძე: ,,აშკარად რაღაცას გვანიშნებს ღმერთი"ცნობილი პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,სიმბოლოები მაშინებს და გავურბი… მაგრამ არა მგონია, სადღაც ძალიან დიდი ლოგიკისათვის, შემთხვევითი ყოფილიყო ის, რომ გუშინ თურმე ერთდროულად ორი რელიგიის ორ ყველაზე დიდ ტაძარში გაჩაღდა ხანძარი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა და იერუსალიმის ალ-აკსას (ე. წ. უშორეს) მეჩეთში.

ეს რომ გავიგე, თავიდან ვერ დავიჯერე! ჩემთვის ეს ფაქტი აბრაამული რელიგიების შინაგან ერთფესვიანობაზე მიუთითებს. და აშკარად რაღაცას გვანიშნებს ღმერთი…”.