ეკა სამხარაძე: ,,ვცდილობ, ჩემი ემოციურობა დავძლიო”

ეკა სამხარაძე: ,,ვცდილობ, ჩემი ემოციურობა დავძლიო”ტელეჟურნალისტ ეკა სამხარაძის სამუშაო დღე ბოლო 12 წელია დილის 5 საათზე იწყება. “დილა მშვიდობისა საქართველო” – ამ გადაცემის ყველაზე სტაჟიანი სახე ტელეწამყვანობაზე ნაკლებად ოცნებობდა. “კურიერის” ჟურნალისტი ამ პოზიციაზე შემთხვევით მოხვდა. მას შემდეგ კი მუდამ იმის ცდაშია, თავისი საქმე საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს.

ეკა სამხარაძე:

– 12 წელია დილა ჩემთვის 5 საათზე იწყება. ყველაზე მაგარი დრო არის, განსაკურთებით ზაფხულში. ყველაზე მშვიდი, წყნარი და ლამაზი ქალაქი ამ დროს არის. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სამსახურში მოვდივარ ხოლმე, ვგრძნობ, რომ ქალაქს სძინავს.

– იყო თქვენი ოცნება, რომ ტელეწამყვანი ყოფილიყავით?

– ტელეწამყვანობა – ნაკლებად, ჟურნალისტობა მაინტერესებდა. “კურიერში” ვმუშაობდი კულტურის ჟურნალისტად. პრინციპში, ეს ხაზი დილის გადაცემაშიც გავაგრძელე, დღემდე მსიამოვნებს კულტურული მოვლენების გაშუქება. წამყვანობის სურვილი არ მქონია, შემთხვევით მოვხვდი დილის გადაცემაში.

მიუხედავად იმისა, რომ 12 წელია ეკრანზე ვარ, მაინც კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ თავს. სულ ვცდილობ, თავი ვაიძულო, რომ წინ წავიდე. ვფიქრობ, ამ 12 წლის განამავლობაში ერთნაირი არ ვყოფილვარ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოველდღე ვარ დილის ეთერის წამყვანი და ეს აბსოლუტურად ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. ამ 2-მა წელმა ძალიან გამზარდა, როგორც ტელეწამყვანი.

– ალბათ ძალიან ძნელია, როდესაც თავად ხარ ახალგაღვიძებული, მაყურებელს შეუქმნა ხალისიანი და პოზიტიური განწყობა. რა მეთოდები გამოიმუშავეთ ამ მხრივ?

– როგორც კი დილის გადაცემის ქუდის მუსიკა მესმის, იქ მავიწყდება ყველაფერი, იქ მთავრდება ჩემი ცხოვრება, ჩემი პრობლემები, შიმშილი, უძილობა… (განაგრძეთ კითხვა)

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019