დოდო დევიძე: ,,მილიონერი ქალი კალოშებით იდგა და თანამშრომლებს ეხმარებოდა”

დოდო დევიძე: ,,მილიონერი ქალი კალოშებით იდგა და თანამშრომლებს ეხმარებოდა"ამერიკაში მცხოვრები დოდო დევიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში დაწყებულ აქციას ,,არა მონობას”, სადაც წერენ, საქართველოში როგორ ექცევიან მენეჯერები თუ ხელმძღვანელები ხელქვეითებს და ფეისბუქში წერს:

,,ამერიკაში ახალი ჩამოსული რომ ვიყავით, ჩემმა გოგონამ სანამ სწავლას შეძლებდა, დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ფირმაში (კერძო ბიზნესი), სადაც ბოსტნეულს ჭრიდნენ და დასამწნილებლად აწყობდნენ ქილებში.

ვისიც იყო ეს ბიზნესი, მილიონერი ქალი, როდესაც დროს იპოვიდა, ყოველ დილით მიდიოდა და ამ ახალგაზრდების გვერდით კალოშებით იდგა, რეცხავდა და ჭრიდა ბოსტნეულს და ეხმარებოდა თანამშრომლებს.

ერთხელ მივედი და წინ დიდი წინსაფრით ვერც კი ვიცანი, ისე მარდად მუშაობდა. ჩვენი უფროსიაო, რომ თქვეს, გადავირიე, ისეთი უბრალო და თბილი ღიმილით მიყურებდა. საღამოს გამოიცვალა, ისევ უბრალოდ ჩაიცვა და კი ჩაჯდა მერე სულ მცირე 70 ათას დოლარიან ჯიპში და წავიდა ასევე თბილი ღიმილით.

უამრავ ასეთ ობიექტს ფლობდა და როგორც გავიგე,თ ყოველთვის ყველგან ახერხებდა მისვლას და თანამშრომლების ტოლი და სწორი ხდებოდა.

აიღეთ მაგალითი, ქართველო ხელმძღვანელობავ და უფროსობავ. დააფასეთ უბრალო ადამიანების შრომა, მათ გარეშე იცოდეთ არაფერს წარმოადგენთ”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019