დინა მირცხულავა: “როგორმე მაპატიეთ, ემიგრანტს რომ არ ვგავარ”

დინა მირცხულავა: "როგორმე მაპატიეთ, ემიგრანტს რომ არ ვგავარ"დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

არ მიყვარს სიტყვა “ემიგრანტი” და ყოველთვის ვერიდები მის გამოყენებას.
არ ვთვლი თავს ემიგრანტად.
სამშობლო, სადაც დავიბადე და გავიზარდე, საქართველო ჰქვია, მაგრამ
ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია ცხოვრება, სადაც ადამიანები არიან…
არა აქვს მნიშვნელობა ბანგლადეშში თუ კოპენჰაგენში.
ანუ კოსმოპოლიტი ვარ….უფრო სწორად დედამიწელი )*
ჰოდა, რას მოვაყოლე ახლა ეს… ვიღაცას ჩემი ბედნიერი ფოტოები არ მოსწონებია, ვიღაცას ის რომ შვილთან ერთად ვარ წამოსული, ვიღაცას ის რომ ემიგრანტს არ ვგავარ და არ ვწერ ასეთ პოსტებს – საქართველოს მთვარე, ჩემი სოფლის ორღობე და ა.შ.
ბედნიერება ვარ მე ) ხარ შენ )
ადამიანები ვართ ბედნიერება და ჩვენ ვქმნით გარემოს.
კიდევ ერთხელ – ზიმბაბვეში რომ გადავსახლებულვიყავი, იქაც წამოვგორდებოდი სილაში და ბედნიერ ფოტოს გადავიღებდი.
და აქ, სადაც ცვრიანი და გვირილებით სავსე მინდვრებია, რამ არ უნდა მაიძულოს ამ მიწასთან ჩახუტება ?!
მერე რომ იცი სახლი,სადაც გელოდებიან, ექვსი მზე ცხოვრობს – ნინოს ხუთი შვილი და ჩემი ილიკო – რანაირად არ უნდა გაბედნიერებდეს.
ამიტომ, დაყენდით რაა )*
და როგორმე მაპატიეთ, ემიგრანტს რომ არ ვგავარ )*

#მპუა ♥😘”