,,დედაჩემს იმ რძალმა მოუარა, რომელსაც ვლანძღავდით”

,,დედაჩემს იმ რძალმა მოუარა, რომელსაც ვლანძღავდით”ზოგჯერ ადამიანების შეფასებაში ვცდებით – ვინც მოყვარე გვგონია, მან შეიძლება გვიმტროს, ხოლო ვინც მტრად მიგვაჩნია, შეიძლება მოყვრად მიგვიღოს. პიროვნებას ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ ვაფასებთ, ბევრმა რამემ უნდა გადაიაროს ჩვენს თავზე, რომ სწორი “დიაგნოზის” დასმა შევძლოთ. ჩვენმა რესპონდენტმა, შუახნის ქალმა ელისომ, ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება მიიღო. აი, რა უამბო მან “სარკის” მკითხველს:

– ვდარდობ, რომ სხვის ენას ავყევი და შეცდომა დავუშვი. ვლანძღე ადამიანი, რომელიც ამას არ იმსახურებდა. ისეთი ღვთისნიერია, არც კი ვიცი, ცუდისთვის როგორ გავიმეტე. ცხოვრებამ გამოაჩინა ყველას ნამდვილი სახე და საქმეები. ყველა თავის ადგილზე დააყენა.

პოეტ მარიამ წიკლაურის ლექსი მახსენდება: “მე ისეთი მეგობარი მყავს, მასთან უბრალოდ ვერასდროს მიხვალ, უნდა მიხვიდე და მოილოცო”. ეს თავის მეგობარ პოეტს, ნინო სადღობელაშვილს მიუძღვნა. ასეთივეა ელენე, ჩემი რძალი, რომლის ნამდვილი სახეც, სამწუხაროდ, გვიან შევიცანი. საშინლად ვნანობ, ცუდად რომ ვექცეოდი. ის კი ითმენდა და არ მპასუხობდა. მეგონა, არ კადრულობდა პასუხის გაცემას, არადა თურმე მეორე ლოყას მიშვერდა გასარტყმელად.

– თავის დროზე რა მიზეზით დაუპირისპირდით?

– ორი ძმა მყავს. უფროსს კობა ჰქვია, უმცროსს – ბაკური. მე შუათანა ვარ. ძმები განსხვავებულები იყვნენ, თუმცა სიყვარულში არ ვასხვავებდი. კობა უფრო ცივი იყო, გრძნობებს ვერ გამოხატავდა, ბაკური კი თავისი სითბოთი სულში ჩაგიძვრებოდა… (განაგრძეთ კითხვა)