დედა 8 წლის შვილს ბოტოქსს საკუთარი ხელით უკეთებდა – ,,საბავშვო სილამაზის კონკურსებისთვის შვილებს სოლარიუმებში ამწყვდევენ, ხელოვნურ კბილებს უსვამენ…”

დედა 8 წლის შვილს ბოტოქსს საკუთარი ხელით უკეთებდა - ,,საბავშვო სილამაზის კონკურსებისთვის შვილებს სოლარიუმებში ამწყვდევენ, ხელოვნურ კბილებს უსვამენ...”ბავშვთა სილამაზის კონკურსებმა საქართველოში დიდად ვერ მოიკიდა ფეხი. სამაგიეროდ, მსოფლიოს ბევრს ქვეყანაში ეს უკვე განვითარებული ინდუსტრიაა, რომელშიც აზარტულად ებმებიან მშობლები.

ეს ერთი შეხედვით უწყინარი შეჯიბრია, არადა მშობლები მთელი ძალისხმევით ცდილობენ, თავიანთ 7-8 წლის გოგონებს დაუმტკიცონ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

ერთ დროს მთელი მსოფილიო შეძრა 8 წლის კონკურსანტის, ბრიტნი კემპბელის ისტორიამ, რომელსაც დედა საკუთარი ხელით უკეთებდა ბოტოქსის ინექციას. როცა მის ქალიშვილს სილამაზის სალონში ბოტოქსისა და ეპილაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს, დედამ ორივე მტკივნეული მანიპულაცია თავად ჩაუტარა შვილს (ფოტო, რომელზეც ბავშვის ინექციებისგან დაჩხვლეტილი სახე ჩანს, დედამ თავად გამოაქვეყნა).
,,არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე”, – ამბობს პატარა ბრიტნი, დედას კი შენიშვნაზე, რომ ეს ინექციები ბავშვისთვის საშიშია, მხოლოდ ეცინება.

დედა 8 წლის შვილს ბოტოქსს საკუთარი ხელით უკეთებდა - ,,საბავშვო სილამაზის კონკურსებისთვის შვილებს სოლარიუმებში ამწყვდევენ, ხელოვნურ კბილებს უსვამენ...”,,რას ამბობთ, ხომ ხედავთ, არაფერი დამართნია, სრულიად ჯანმრთელია”, – ამბობს დედა. მისი თქმით, ძალიან ბევრი კონკურსანტის დედა იმავეს აკეთებს. მშობლების საქციელით თვით ამ კონკურსის დამფუძნებლებიც აღშფოთებულნი არიან:

,,საბავშვო სილამაზის კონკურსი იმისთვის გაკეთდა, რომ დედებს ლამაზ კაბაში გამოწყობილი და ლამაზად თმადავარცხნილი პატარა გოგონები მთელი ქვეყნისთვის ეჩვენებინათ. დღეს კი ეს დეპრესიული შოუა, რისთვისაც დედები ბავშვებს სოლარიუმის კაბინებში ,,ამწყვდევენ” ნამზეურის მისაღებად, ხელოვნურ კბილებს უსვამენ, მტკივნეულ ეპილაციას უკეთებენ”, – წერს ,,ჩიკაგო ტრიბუნი”.

ბოტოქსი, ხელოვნური კბილები და სოლარიუმი არასრული ჩამონათვალია იმ პროცედურებისა, რისთვისაც დედები პატარა გოგონებს იმეტებენ. კერი კემპბელი თავის ქალიშვილს ცვილის ეპილაციას უკეთებდა. გოგონა ამ პროცედურის გახსენებაზე ჟრჟოლა უვლის. ,,ძალიან მტკივნეული იყო”, – განუცხადა მან სან-ფრანცისკოს ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც გოგონა დედას ჩამოართვეს.
,,მე და ჩემმა გოგონამ ეს თავად გადავწყვიტეთ, ერთად მოვიფიქრეთ, ბოტოქსი არ უთხოვია, მაგრამ… სახეზე ნაოჭი ჰქონდა და ამიტომ ითმენდა პროცედურას”, – ასე იმართლებს თავს დედა, თუმცა როგორც ჩანს, შვილზე გავლენა მაინც მოახდინა. პატარა ლამაზმანი უკვე გეგმებს აწყობს, რომ როცა გაიზრდება, ცხვირისა და მკერდის პლასტიკურ ოპერაციებს გაიკეთებს. “დედა ამბობს, სილამაზის კონკურსები ძალიან მკაცრიაო”.
ბრიტნი სილამაზის პირველი მსხვერპლი არ არის. ამ ფოტოებზე ასახულმა პატარებმა არანაკლები ჯოჯოხეთი გამოიარეს.

მშობლები.ჯი