დავით აქუბარდია: ,,მე და ჩემი ბიჭი ,,ოცნების” ქუდებით მიტინგზე მივდიოდით, შეგვეშალა და აღმოვჩნდით ნაცების მიტინგზე… ვაი, შენს დათოს!..”

დავით აქუბარდია: ,,მე და ჩემი ბიჭი ,,ოცნების" ქუდებით მიტინგზე მივდიოდით, შეგვეშალა და აღმოვჩნდით ნაცების მიტინგზე... ვაი, შენს დათოს!.."ტელეკომპანის ,,კავკასიის” დამფუძნებელი დავით აქუბარდია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს მიმართავს გადაცემაში:

-სოსო, შენ იცი, აქ სამ-ოთხ თვეში რა ამბები შეიძლება დაიწყოს? ეს კაცი გაიქცევა და ამ ქალს ვინ გააჩერებს, მაშინვე იმპიჩმენტის საკითხი დადგება.
დავიღალე ამ 9 წელზე ლაპარაკით. არ არი ეგ ხალხი ასეთი საშიში. შენ ხო იცი, მე რა დამემართა. მე და ჩემი ბიჭი ,,ქართული ოცნების” ქუდებით მიტინგზე მივდიოდით, შეგვეშალა და აღმოვჩნდით ნაცების მიტინგზე… ვაი, შენს დათოს! ვიფიქრე. აქ რაღაც მოხდება-თქო… შენც არ მომიკვდე. გაეცინათ და, არა, ბატონო, შეგეშალათ, იქით წადით, იქ არი ბიძინას მიტინგიო… ეგენიც ხალხია, არ არი რა ეგრე…
როგორ მოგვატყუა ამ კაცმა, ეს ვინ ყოფილა, მე კეთილი მეგონა, იცი?