,,ბუბა ზელენსკის კერპია, არც ის ჩადის რუსეთში, ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარს” – რა აკავშირებს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოსთან

,,ბუბა ზელენსკის კერპია, არც ის ჩადის რუსეთში, ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარს" - რა აკავშირებს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოსთანუკ­რა­ი­ნას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს. საპ­რე­ზი­დენ­ტო რბო­ლა დას­რულ­და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გით – ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 73,13%-ით ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი ლი­დე­რობს, მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ კი ხმე­ბის მხო­ლოდ 24,49% მი­ი­ღო.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ბუბა კი­კა­ბი­ძეს­თან. მე­ტიც, უკ­რა­ი­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დი­ამ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ა­ლებ­სა და შო­უ­ებს იღებს, კი­კა­ბი­ძე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­ხელ­წო­დე­ბით “ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და”.

პრო­დი­უ­სერ­მა რატი აბ­ზა­ნი­ძემ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ზე­ლენ­სკის და ბუბა კი­კა­ბი­ძის ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ორ ხე­ლო­ვანს ერ­თმა­ნეთ­თან მე­ტად თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ ამბები.ჯი ბუბა კი­კა­ბი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

-ზე­ლენ­სკი კი­ევ­ში გა­ვი­ცა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სიმ­პა­თი­უ­რი კა­ცია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ის გახ­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი… ბო­დი­ში, მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვწე­ვარ, – უ­თხრა მომ­ღე­რალ­მა ამბები.ჯი-ს.

რა აკავ­ში­რებთ ერ­თმა­ნეთ­თან ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი­სა და ბუბა კი­კა­ბი­ძეს, მომღერლის პროდიუსერი რატი აბ­ზი­ა­ნი­ძე ყვება:

-ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი ჩვე­ნი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია… მას უკ­რა­ი­ნა­ში დიდი კი­ნო­წარ­მო­ე­ბა აქვს, 2012 წელს ბუბა კი­კა­ბი­ძე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო… უკ­რა­ი­ნა­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ბას ყვე­ლა გას­ტროლს ზე­ლენ­სკის კომ­პა­ნია უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას, მათ შო­რის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტიც მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო.

რო­გორც ბუბა კი­კა­ბი­ძე არ ჩა­დის რუ­სეთ­ში, ისე­ვე არ ჩა­დის ზე­ლენ­სკიც… რო­დე­საც ზე­ლენ­სკის რუ­სეთ­ზე ჰკი­თხეს, მან თქვა, მეც ზუს­ტად ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს რუ­სე­თის მი­მართ, რო­გორც ბუბა კი­კა­ბი­ძეს, იგი ჩემი კერ­პია, ჩემ­თვის გუ­რუ­აო… ძა­ლი­ან დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია ბუბა კი­კა­ბი­ძის…

– რო­გორც ჩანს მას თქვენც ახ­ლოს იც­ნობთ?

– დიახ… მისი პი­რა­დი მიწ­ვე­ვით ვმუ­შა­ობ­დი და ბევ­რი სა­ერ­თო პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ – ნანი ბრეგ­ვა­ძის და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის კონ­ცერ­ტე­ბი, ან­სამ­ბლ “რუს­თა­ვის” კონ­ცერ­ტი… ზე­ლენ­სკის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვო­ვას (ასე ვე­ძახთ ში­ნა­უ­რუ­ლად) იმ­დე­ნად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ალ­ბათ, პრე­ზი­დენ­ტის რან­გში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა…

რა­საც ხელს ჰკი­დებს, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მოს­დის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­საც უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ჰპირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს შე­ას­რუ­ლებს და თა­ვის სამ­შობ­ლოს ბევრ სი­კე­თეს მო­უ­ტანს, იგი უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ზე… სა­არ­ჩე­ნო კამ­პა­ნი­აც უჩ­ვე­უ­ლო ჰქონ­და. ყვე­ლა­ფე­რი მის მიერ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი და მხო­ლოდ მან შეძ­ლო ხმე­ბის ასე­თი უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­ე­მარ­ჯვა, რაც უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს…

– ახ­სე­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს…

– დიახ, სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლად… გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ყაზ­ბე­გი, გუ­და­უ­რი და ბა­თუ­მი… ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი იმ­დე­ნად მოს­წონს, რომ უკ­რა­ი­ნა­შიც კი ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში და­დის. გა­მორ­ჩე­უ­ლად ხინ­კა­ლი უყ­ვარს. ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მით მეტი მივ­დი­ვარ უკ­რა­ი­ნა­შიო…

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მისი მშობ­ლე­ბიც ყო­ველ წელს სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რო­ბენ და­სას­ვე­ნებ­ლად. უბ­რა­ლო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

– ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის მე­უღ­ლე­საც იც­ნობთ?

– დიახ… ძა­ლი­ან ახ­ლოს – არა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია. სა­ერ­თოდ, ვო­ვაა იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნი, მას­ზე ცუდს ვე­რა­ვის­გან გა­ი­გებ. ძა­ლი­ან ბევრ გა­ჭირ­ვე­ბულს ეხ­მა­რე­ბა. მრა­ვა­ლი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის აღ­მომ­ჩე­ნია…

ამბები.ჯი