ასე ცხვება ყველაზე გემრიელი მჭადი

ასე ცხვება ყველაზე გემრიელი მჭადიმჭადი სიმინდის ფქვილისა და წყლისგან მომზადებული ერთგვარი კვერია, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ტრადიციულად კეცებში აცხობენ და სხვადასხვა კერძთან ერთად მიირთმევენ. მჭადი ძალიან უხდება ლობიოს, ცხარე-მჟავე კერძებს და, რა თქმა უნდა, მხალეულს და ტრადიციულ იმერულ ყველს.

ინგრედიენტები:

500 გ გაცრილი სიმინდის ფქვილი
წყალი – რამდენსაც შეიზელს
მარილი – გემოვნებით
რამდენიმე კაკლის ან კომშის ფოთოლი
მომზადების წესი:

სიმინდის ფქვილს დავაყაროთ მწიკვი მარილი, ნელ-ნელა დავუმატოთ წყალი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი დიდხანს ვზილოთ ხელით, შემდეგ 15 წუთი დავასვენოთ.
ღუმელში გავახუროთ კეცი და ჩავაფინოთ კაკლის ფოთლები.
მჭადის ცომი ხელში მოვაგუნდავოთ, მივცეთ მრგვალი ფორმა და კეცზე მოვათავსოთ.
გუნდას არ უნდა ჰქონდეს ნაპრალები.
ცომს ზემოდან კაკლის ფოთლები დავაფაროთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 40-45 წუთის განმავლობაში.

გასტრონომია.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019