10 მოდური რჩევა ქალისგან, რომელიც მსოფლიოს მოდას კარნახობს – როგორ უნდა შეარჩიოთ სამოსი

10 მოდური რჩევა ქალისგან, რომელიც მსოფლიოს მოდას კარნახობს - როგორ უნდა შეარჩიოთ სამოსი„შენ ან გესმის მოდა, ან – არა“ – ეს საკმაოდ დაკონკრეტებული ფრაზა ანა ვინტურს ეკუთვნის – ქალს, რომელსაც შესაძლოა იცნობდეთ, როგორც ეშმაკს, რომელსაც პრადა აცვია ან უბრალოდ  ,,ვოგის” მთავარ რედაქტორს.

ანა 1988 წლიდან ამერიკული ,,ვოგის” სათავეში დგას, დღეს იგი ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანია მოდის ინდუსტრიაში. გამოირჩევა ძალიან კრიტიკული ხასიათით, ამიტომ საკმაოდ ძნელია, რომ იგი თქვენი სამოსით მოხიბლოთ. სწორედ ამიტომ, სჯობს, თავად ანა ვინტურის გარდერობს გადავავლოთ თვალი, გავეცნოთ მისი სტილის მთავარ წესებს და ვნახოთ, მართლა აცვია თუ არა ეშმაკს პრადა.

1.  ყვავილები არასდროს არ არის ზედმეტი

ანას არ უყვარს მოსაწყენი ლუქები. მისი კაბების დიდი ნაწილი გაფორმებულია სხვადასხვა პრინტებით, ძირითადად კი ყვავილებით. სწორედ ამიტომ, ანას არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან მოსწონს გუჩი, რადგან ალესანდრო მიკელეს (გუჩის კრეატიული დირექტორი) დიზაინი სავსეა ფერადი ყვავილებითა და პრინტებით.

2. ,,მე არას­დროს ჩა­ვიც­ვამ თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე შავს”
რო­გორც ვინ­ტუ­რი ამ­ბობს, შავი სა­მო­სის კომ­ბი­ნა­ცია ზედ­მე­ტად „მო­სა­წყე­ნია“. ეს წესი შე­საძ­ლოა ბევ­რს არ მოს­წონს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ანას­თან სამ­სა­ხუ­რის ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­სულ პი­რებს, რომ­ლებ­საც მთლი­ა­ნად შავი ტან­საც­მე­ლი აც­ვი­ათ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უა­რით ის­ტუმ­რე­ბენ. ანას გარ­დე­რობ­ში შეხ­ვდე­ბით შავი ფე­რის მან­ტო­ებ­სა და კა­ბებს, რომ­ლებ­საც ფე­რა­დი დე­ტა­ლე­ბი ახ­ლავს თან.

3. კოპ­ლე­ბი კარ­გია, მაგ­რამ ზო­ლე­ბი უკე­თე­სია
გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პრინ­ტე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია ანას ლუ­ქებ­ში, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მას ზო­ლე­ბით გა­წყო­ბილ კა­ბებ­სა და მან­ტო­ებ­ში ვხე­დავთ.

4. სათ­ვა­ლე ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია
„ყვე­ლა­ზე შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ ცვლი­ლე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ. ასი წე­ლია თმის ერთი სტი­ლი მაქვს და ერთი სტი­ლის სათ­ვა­ლე მი­კე­თია“ – მარ­თლაც, ანას სათ­ვა­ლე­ებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას ბევ­რი ვერც შე­ამ­ჩნევს – დიდი ზო­მის, მსხვი­ლი ყუ­რით და, რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად შავი ფე­რის სათ­ვა­ლე­ე­ბი მო­დის წამ­ყვა­ნი პი­რის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია.

5.  გამოხატე შენი თავი

ერთ-ერთ ინტერვიუში ანას ჰკითხეს, თუ როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა ოფიციალურ  წვეულებაზე, რაზეც ანამ თავისი საიდუმლო გაგვიმხილა: „ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ, რომ პიროვნების სამოსი მის ხასიათს უსვამს ხაზს და არ მიჰყვება „წესებს“. ნუ ჩაიცვამთ მოსაწყენ, ბრჭყვიალა ან ფუშფუშა კაბას მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წესია. მსიამოვნებს და მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ქალს აცვია ის, რაც პირდაპირ ემთხვევა მის პიროვნულობას.

6.  ყელსაბამი საუკეთესო აქსესუარია

შეიძლება ითქვას, რომ სწორად შერჩეული სამკაული ელეგანტურობის გასაღებია. ვინტურის ლუქებს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს სძენს მისი ყელსაბამების კოლექცია და რაც მთავარია, იგი ძალიან კარგად უხამებს მათ ფერებს სამოსს.

7.ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი?

ანას ფეხსაცმლის თარო საერთოდ არ არის მრავალფეროვნებით გამორჩეული. საზაფხულოდ იგი საშუალო სიმაღლის ქუსლის ერთგული რჩება.

8.  მოდა ყოველდღე ახალი სამოსის ტარებას არ ნიშნავს

როგორც ვინტური ამბობს, საერთოდ არ არის ყოველდღე ახალი ტანსაცმლის ჩაცმა საჭირო იმისთვის, რომ იყო მოდური. მისთვის სახალისოა ძველი სამოსის გარდაქმნა, მათთვის ახალი სახის მიცემა.
9.  ტყავი? მხოლოდ ფერადი

მის გარდერობში უამრავ ტყავის მოსაცმელს ნახავთ, მაგრამ ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან – ანას ძალიან უყვარს ფერადი ტყავით შეკერილი მანტოები. არაერთხელ გამოჩენილა ვინტური კამერების წინ ყვითელი და მწვანე ტყავის მოსაცმელებით, რომელთაც იგი საშუალო სიგრძის კაბებსა და ტყავის ფეხსაცმელებს უხამებს.

10.  ეშმაკს აცვია…

– შანელი. დიახ, შანელი. მართალია, მის გარდერობში პრადასა და სხვა ბრენდების სამოსსაც იპოვით, მაგრამ ანა საკმაოდ ხშირად იცვამს შანელს.

ბაკა ალავიძე, ბომონდი.ჯი

10 მოდური რჩევა ქალისგან, რომელიც მსოფლიოს მოდას კარნახობს - როგორ უნდა შეარჩიოთ სამოსი

10 მოდური რჩევა ქალისგან, რომელიც მსოფლიოს მოდას კარნახობს - როგორ უნდა შეარჩიოთ სამოსი

10 მოდური რჩევა ქალისგან, რომელიც მსოფლიოს მოდას კარნახობს - როგორ უნდა შეარჩიოთ სამოსი