,,ვინ გგონია თავი, შე არაკაცო! სალაფავს შენ ეძებ!” – ქეთევან კიკნაძე გუბაზ სანიკიძეს

,,ვინ გგონია თავი, შე არაკაცო! სალაფავს შენ ეძებ!" - ქეთევან კიკნაძე გუბაზ სანიკიძესმსახიობი ქეთევან კიკნაძე სოციალური ქსელის საშუალებით გუბაზ სანიკიძეს მიმართავს: „რამდენ უფლებას აძლევ თავს, ვინ გგონია თავი, შე არაკაცო! შეურაცხყოფას აყენებ ქართველ ხალხს. მართლაც, რომ არ გამოდგები ნახირის მწყემსად კი არა, სახრედაც არ გამოდგები. სალაფავს შენ ეძებ. ბოდიში მოიხადე საზოგადოების წინაშე”, – წერს ქეთევან კიკნაძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში გუბაზ სანიკიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს „ბიძინა ივანიშვილის ნახირი“ უწოდა.

„წალეკილები იქნებით და „მიშა მოდის, მიშა მოდის“ აღარ გიშველით და პირიქით მოხდება. ის ძალას იკრებს იქა და აქაც იკრებს ძალას. ხომ იყავით გაოგნებულები პირველი ტურის მერე  თქვენი ბელადიანად? აღარ ჭრის, გადით ხალხში, იკითხეთ, რა ხდება, მანქანებიდან რომ აღარ ჩამოდიხართ უკვე, წარმოდგენა რომ არა გაქვთ. გადით ქუჩაში. ცოტა ხანში თქვენი სისხლის დალევა მოუნდება ამ ხალხს. მოგიგროვდებათ ეს ყველაფერი, არავინ აღარ გაარჩევს უკვე, ყველა ერთის წინააღმდეგ წავა. ასე იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ. ეჭვი არ შეგეპაროთ! ეს ხლართები დაიტოვეთ თქვენთვის, შიგნით, ერთმანეთს რომ იმგენს უქვეყნებთ, რა ჰქვია, ჩანაწერებს. გუნდი ვართ, გუნდში… რომელი გუნდი ხართ? კალათბურთელები ხართ, ფეხბურთელები ხართ თუ წყალბურთელები ხართ, თუ რა გუნდი ხართ? გუნდს აქვს საერთო ინტერესი, თქვენ რა საერთო ინტერესი გაქვთ? ხართ ნახირი, ბიძინას ნახირი, სალაფავს მისეულები. ხელფასზე გაყიდული სამშობლო. აი, ეს არის საქართველო“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პროგრესნიუს.ჯი