უცნობი: ,,ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ! ვერ გრძნობს, რომ აღარ არის ის, რაც 7 წლის წინ იყო?!”

უცნობი: ,,ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ! ვერ გრძნობს, რომ აღარ არის ის, რაც 7 წლის წინ იყო?!"მსახიობმა გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ გადაცემა „პირველებში“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

-ივანიშვილმა რომ გააკეთა ის „მოქალაქე“, დარჩენილიყო იმ სტატუსში და დარჩენილიყო პირველ ოპოზიციონერად, თვითონაც გადაირჩენდა სახელს… წარმოიდგინეთ, ადამიანმა ამდენი ფული დახარჯა და დახარჯა იმაში, რომ გაიუბედურა თავისი სახელი. ამასაც ხომ მოხერხება სჭირდება? თვითონ ვერ გრძნობს, რომ ის ივანიშვილი აღარ არის, რაც 7 წლის წინ იყო?! რა თქმა უნდა, ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ.

რამდენიმე თვის წინ, არჩევნების წინ იმავე ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ მისი ქალიშვილი ბიძინას შვილის ნათლიაა.

-მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაც მოხდა, ივანიშვილი 20 წელია, არ მინახავს, განაცხადა გაჩეჩილაძემ.

,,ნათელმირონობაც ასეთი უნდა”, – წერენ სოციალურ ქსელში.