ტორტი ,,მამაკაცის იდეალი” კონიაკის არომატით

ტორტი ,,მამაკაცის იდეალი" კონიაკის არომატითმასალა ცომისთვის :

1.5 ჭიქა შაქარი

2.5-3 ჭიქა ფქვილი

4 კვერცხი

50 მლ კონიაკი

1 ჩ/კ. სოდა

1 ჩ/კ. ძმარი

100 გრამი თხილი (მიწის თხილი ან კაკალი)

4 ს/კ. თაფლი

1/2ჩ/კ ვანილი

მასალა კრემისთვის:

200 გ კარაქი

300 გრ მოხარშული შედედებული რძე

100 გრამი მოხალული ნიგოზი

თხილი და შავი შოკოლადი გაფორმებისთვის.

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ თაფლი, კონიაკი, ვანილი და აურიეთ კარგად. დაუმატეთ სოდა-ძმრით და თანდათან ფქვილის მეშვეობით მოზილეთ სქელი არაჟნის სისქის ცომი. ნიგოზი დაფქვით და ნახევარი შეურიეთ ცომს. მეორე ნახევარი დაიტოვეთ კრემისთვის.

ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. ხის ჩხირის საშუალებით გასინჯეთ გამომცხვარი ფირფიტა და თუ ცომი არ ამოჰყვა, მზად არის.

კრემის მომზადება

ათქვიფეთ კარაქი და შედედებული რძე მიქსერით, დაამატეთ დარჩენილი დაჭრილი კაკალი და აურიეთ კარგად. კრემი შედგით მაცივარში 5-10 წუთის განმავლობაში.

დადგა ტორტის მორთვის დროც. დააყენეთ მუქი ჩაის ფერი და დაატკბეთ, დანამეთ ფირფიტა, წაუსვით კრემი და დაადეთ მეორე. ისიც დანამეთ. დარჩენილი კრემი ტორტს წაუსვით მთლიანად, ზემოდან და გვერდებზეც.

კრემი მორთეთ დაჭრილი თხილით და შოკოლადით. ტორტი 2-3 საათით მოვათავსოთ მაცივარში, ისე, რომ კრემით გაიჟღინთოს. მარტივი, ნაზი და გემრიელი,  თაფლის, თხილის გემოთი და კონიაკის არომატით ,,მამაკაცის იდეალი” მზად არის. ასეთი დესერტი არ დარჩება შეუმჩნეველი – მზად იყავით კომპლიმენტების მისაღებად!

პოპსუგარ.ჯი