თუ სექსი კვირაში 3-ჯერ გექნებათ, 7 წლით გაახალგაზრდავდებით

თუ სექსი კვირაში 3-ჯერ გექნებათ, 7 წლით გაახალგაზრდავდებითბევრი კვლევა ჩატარებულა იმასთან დაკავშირებით, რა სარგებელი მოაქვს სექსს. კვლევები ადასტურებს, რომ სიამოვნების გარდა, ის ჯანრმთელობაზე დადებითად მოქმედებს.
ბრიტანელი ფსიქოლოგის და ედინბურგის ჰოსპიტალის ყოფილი ხელმძღვანელისი დევიდ ვიქის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რეგულარული სექსის მქონე ადამიანები, 7 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

ვიქის მიერ ჩატარებული 10-წლიან კვლევაში სხვადასხვა ასაკის 1000 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. შედეგად დადგინდა, რომ 40-50 წლის ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც კვირაში მინიმუმ 3-ჯერ ჰქონდათ სექსი, საკუთარ ასაკთან შედარებით 5-7 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდნენ.

„სექსუალური კმაყოფილება ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, ვინაიდან, სექსი დადებითად მოქმედებს როგორც განწყობაზე, ასევე ორგანიზმის სიჯანსაღეზე“ – ამბობს ფსიქოლოგი.

სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ რეგულარული სექსის დროს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, არეგულირებს წნევას, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. სექსი, გარდა იმისა, რომ გულის რიტმს არეგულირებს, ასევე ხელს უწყობს ტესტოსტერონისა (მამაკაცებში) და ესტროგენების (ქალებში) ბალანსის შენარჩუნებაში. აღნიშნული ჰორმონების დეფიციტი კი ხშირად ხდება გულის დაავადებების მიზეზი, რეგუალური სექსის დროს კი ეს ჰორმონები აქტიურად გამოიყოფა. ამავდროულად დადებითად მოქმედებს კანზე.

ნიუპოსტი