თაკო ჩარკვიანი ნატა გულიაშვილზე: ,,რატომ ლანძღავთ ამ ადამიანს, გაუგებარია”

თაკო ჩარკვიანი ნატა გულიაშვილზე: ,,რატომ ლანძღავთ ამ ადამიანს, გაუგებარია"მსახიობ ნატა გულიაშვილის გამოჩენას პარტია ,,კანონი და სამართლის” ყრილობაზედიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პარტიის დამფუძნებელი თკო ჩარკვიანი ატეხილ მითქმა-მოთქმას გაუგებარს უწოდებს.

„მსახიობ ნატა გულიაშვილის გამო მირეკავენ (ზოგადად ამ ადამიანის საწინააღმდეგო არავის არაფერი გვაქვს, მით უმეტეს – მე). უბრალოდ გეტყვით, რომ ნატა ჩვენი გუნდის წევრი არ არის. გუნდი წარმოვადგინეთ ყრილობაზე, პარტიაში გაწევრიანების უფლება კი ყველა მოქალაქეს აქვს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.

რატომ ლანძღავს ზოგიერთი ამ ადამიანს – გაუგებარია, თუმცა ყანდურ-ყანდიაშვილის ტროლები სულ გადამავიწყდნენ რუსთაველის 12 ნომრიდან. მე კი ნამდვილად მესმის ყანდიაშვილ-ფოფხაძის ბანდის, რატომ შეწუხდნენ?! სწორადაც, რადგან მათ კი უნდა ეშინოდეთ „კანონი და სამართლის”, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში.