თაკო ჩარკვიანი: ,,ჩემს სახლთან ბანკი დააყაჩაღეს”

თაკო ჩარკვიანი: ,,ჩემს სახლთან ბანკი დააყაჩაღეს"რამდენიმე წუთის წინ თაკო ჩარკვიანმა დაწერა:

,,SOS! ჩემს სახლთან ბანკი დააყაჩაღეს. ყოველდღე ყაჩაღობა, ბანდიტები დათარეშობენ ქალაქში და ხელისუფლებაში! უკანასკნელ ლუკმას ართმევს ხალხს ეს ხელისუფლება, რადგან რუსული მართვის, კორუფციული მართვის სტილი თავს მოახვიეს ქვეყანას, ბიუჯეტიდან გატანილი გამქრალი მილიონები გამოძიებული არ არის (თავის თავს ხომ არ გამოიძიებენ) –  კატასტროფაა, რადგან ამ სტილის მართვის დროს პენსია როგორ მოიმატებს? ქვეყანაში 150000 ბავშვი შიმშილობს და პარლამენტში ახალი ,,შავი ჯიპების” ნაკადი შეიძინეს – უფრო დაბალფასიანით ვერ ივლიან ეტყობა.

100 ქარხნის მაგივრად მივიღეთ ,, ყანდიაშვილის ტროლების ” ქარხანა, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რათა ადამიანებმა ტალახი შეასხან თავიანთ თანამემამულეებს.  ამაზე დიდი მავნებლობა არც კი ვიცი, რა შეიძლება იყოს და მერამდენედ უნდა გავხდეთ ამ  ,,ბინძური ფილმის” მაყურებლები. საწარმოების მაგივრად  ,,მარიხუანის წარმოება” – პროექტი შესთავაზეს ქვეყანას – მომავალ თაობას! ჩვენ კი ვუყურებთ, ოლიგარქი როგორ ,,დააპროწიალებს” ხეებს საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში, ამ დროს კი რა ხდება? საზღვარი ყოველდღე გადმოაქვს ოკუპანტს და მიტკალ-მიტკალ, მისხალ- მისხალ მიაქვს ქართული მიწა.

ჩამოიშალა საელმწიფო ინსტიტუციები, შეჩერებულია ანაკლიის პროექტი. საქართველოს ყიდულობს ერთი კაცი – ყველა ინსტიტუციით! ქართველები გადიან, ქვეყანას ტოვებენ, იაფი გახდა მიწის ფასი და მწირი ინვესტიციით (ან საერთოდაც არ არის ინვესტირებული) იყიდება მიწა – პრაქტიკულად მიმდინარეობს საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ! ქვეყანაში ისეთი უმუშევრობა და სტაგნაციაა (მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი), რომ ქვეყანა გაუქმებულია! საქართველოს ,,პრეზიდენტი” კი ( მიუხედავად სტრასბურგის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია) მაინც ჯიუტად და მიზანმიმართულად ,,იგივე მავნებლობას” იმეორებს!

სახელმწიფო ინსტიტუციების განადგურებით და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული დეზინფორმაციებით გვაშორებენ ევროპას და ამერიკას, რათა აღმოჩნდეს ქვეყანა პირისპირ რუსეთთან, რადგან რუსეთის მიერ შემოგდებული ოლიგარქისთვის იოლი გახდეს ,,დაპატარავებული” და ხალხისგან დაცლილი საქართველოს მართვა! ამიტომ ,,კანონი და სამართლით” მოვითხოვთ, დატოვოთ ხელისუფლება, ივანიშვილო, ,,კანონით და სამართლით” უნდა შეიცვალოს ხელისუფლება კოალიციური მთავრობით!”.