,,სული კბილით გვიჭირავს” – სესხების გაცემის შეზღუდვამ მოვაჭრეები გააკოტრა

,,სული კბილით გვიჭირავს" - სესხების გაცემის შეზღუდვამ მოვაჭრეები გააკოტრა,,სული კბილით გვიჭირავს:, ,,დაქცეულები ვართ ყველა, მთელი ,,საბა” – ამის შესახებ ,,ტაბულას” სავაჭრო ცენტრ ,,კიდობანში” და ,,საბაში” ტექნიკითა და ავეჯით მოვაჭრე მცირე მეწარმები უყვებიან.

მოვაჭრეების თქმით, სესხების გაცემაზე რეგულაციების შემოღების შემდეგ გაყიდვების რიცხვი 70-80%-ით შეუმცირდათ, რადგან პროდუქტს ძირითადად განვადებებით ყიდდნენ, ახლა კი ბანკები გავნადებას საშუალოდ 10 მყიდველიდან მხოლოდ ერთს უმტკიცებენ.

მეწარმე N1: ენით უთქმელ და არასდროს რომ არ ვყოფილვართ, ისეთ მდგომარეობაში ვართ. დღეები და კვირები გადის ისე, რომ ერთი ნივთი არ იყიდება. 10 გაყიდულიდან 7 განვადება იყო. ადამიანი თუ შემოვიდა და რამე იკითხა მაინც, ეგეც გვიხარია. იციან, რომ აღარ დაუმტკიცდებათ განვადება და აღარც დადიან. სული კბილით გვიჭირავს, რომ როგორმე ქირა მაინც გადავიხადოთ. ქირასაც ვეღარ ვიხდით, სახლიდან ვამატებთ ფულს. ბევრი მაღაზია დაიხურა უკვე.

მეწარმე N2: დაქცეულები ვართ ყველა, მთელი ,,საბა”, საერთოდ არ არის მუშაობა. ყველას სახელით გეუბნებით, ყველას იგივე მდგომარეობა აქვს აქ. ვმუშაობდით განვადებებზე, ხალხი მოდიოდა ნაწილს იხდიდა ფულს, ნაწილს განვადებით აკეთებდა. ძალიან მაგრად ვმუშაობდით განვადებებზე. ყველამ იცის, რომ აღარ კეთდება განვადებები და აღარც მოდიან.

მეწარმე N3: თვეში თუ იყიდებოდა 10 ნივთი, ახლა ერთი შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ. ბანკის გოგოებთან რომ ახვიდეთ, მთელი დღე ტყუილად სხედან, თან ბონუსებზე მუშაობენ. მთელი დღე რომ უყუროთ, ნახავთ რომ ერთი ადამიანი შეიძლება შემოვიდეს, ვსხედვართ მარტო თანამშრომლები. რამე თუ არ შეიცვალა დაღუპულები ვართ. 3 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს აქ და ყველას კატასტროფული მდგომარეობა აქვს. ვფიქრობ, სად გავიქცე, დიდი ხარჯები გვაქვს. მთელი თვის მანძილზე სამი პუფის მეტი არაფერი გამიყიდია. როგორც კი ძალაში შევიდა მომენტალურად შემცირდა გაყიდვები, ასეთი ცოტა გაყიდვა არ გვახსოვს. ყველა ასეთ დღეშია აქ.

მეწარმე N4: მაღალფასიან საქონელს ძირითადად განვადებით ვყიდდით და ახლა 10-დან ერთს თუ დაუმტკიცდა განვადება, ეგ არის მაქსიმუმი. ხალხი არ მოდის საერთოდ.

სავაჭრო ცენტრ ,,საბაში” მყიდველის სიმცირე მართლაც თვალშისაცემია, როგორც თავადაც ამბობენ, შეიძლება დღის განმავლობაში ერთი მყიდველიც კი არ შევიდეს მაღაზიაში.

ტაბულა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019