შვილის მკვლელობისთვის დედა დააპატიმრეს, რომელიც 22 წლის არის

შვილის მკვლელობისთვის დედა დააპატიმრეს, რომელიც 22 წლის არისპოლიციამ დააპატიმრა 22 წლის ქალი, რომელსაც ბრალი საკუთარი შვილის, 3 წლის გოგონას მკვლელობაში ედება.

გამოძიების ვერსიით დედამ შვილი რამდენიმე დღით მარტო დატოვა და სავარაუდოდ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გაუწყლოება გახდა.

შემთხვევა რუსეთის ქალაქ კიროვოში მოხდა.

ბავშვის დედა სახლიდან 13 თებერვალს გავიდა და ბინაში წყალი გადაკეტა, 20 თებერვალს ბავშვის ცხედარი ბებიამ აღმოაჩინა, რომელიც ბინაში ბავშვისთვის დაბადების დღის მისალოცად მივიდა. ამ დროის განმავლობაში ბავშვის დედა დაქალთან იმყოფებოდა და მისი თქმით, სამსახურს ეძებდა.

ქალაქ კიროვის ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ბავშვი ოჯახს რეგისტრაციაში არ ჰყავდა გატარებული, გოგონა საბავშვო ბაღში არ დადიოდა და ექიმთანაც იშვიათად დაჰყავდათ.

გარდა დედისა, საქმე აღიძრა ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების მიმართაც გულგრილობის მუხლით. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგონა ცხოვრობდა ანტისანიტარიულ პირობებში, არ ჰქონდა სათანადო კვება, წყალი და წამალი. ბავშვმა სამედიცონო შემოწმება ბოლოს 2016 წლის დეკემბერში გაიარა და სოციალურ სამსახურს ის აღარ მოუკითხავს და მისი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრება არ გამოუვლენია.

როგორც აღმოჩნდა ბავშვის დედა წარსულში თაღლითობის გამოა ნასამართლევი.

ნიუპოსტი