შალვა ოგბაიძე: “17 წლის ბავშვს რომ ავტომობილს უყიდი, ეს იგივეა, 5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცე…”

შალვა ოგბაიძე: "17 წლის ბავშვს რომ ავტომობილს უყიდი, ეს იგივეა, 5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცე..."თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე შემდეგი სახის მიმართვა ავრცელებს:

“მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია.

ეს იგივეა, 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ. დაფიქრდით, მშობლებო! გუშინ 3 ნასვამი 17-18 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ავარიაში შინდისში, 150-ით ჩაიარეს სოფლის ცენტრი…“, – წერს შალვა ოგბაიძე და დასძენს, რომ ახალგაზრდისთვის ავტომანქანის გასართობად ყიდვა დანაშაულია.

“მე აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ახალგაზრდამ თვითონ უნდა შეაგროვოს ფული ავტომობილის შესაძენად. როდესაც ახალგაზრდისთვის გასართობად ყიდულობს მშობელი, დანაშაულად მიმაჩნია”, – წერს შალვა ოგბაიძე.

აიპოსტი