,,სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი ელეგანტური პალტო აირჩია” – ეკა ბალანჩივაძე

,,სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი ელეგანტური პალტო აირჩია" - ეკა ბალანჩივაძედიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ ფეისბუქში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სომხეთის აეროპორტში გადაღებული ფოტო გააზიარა. ის სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია ჩაცმულობაზე თავად ზრუნავს, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს კი ჩვენი ელეგანტური პალტო აირჩია. მოხარული ვართ და გიზიარებთ ფოტოს აეროპორტიდან”, – დაწერა ეკა ბალანჩივაძემ.