სალომე ზურაბიშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა

სალომე ზურაბიშვილი მოულოდნელად ცუდად გახდარუსთაველის თეატრში, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი არ იმყოფებოდა. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

-გასვლის მომენტში შეუძლოდ გახდა. იმის გამო, რომ ხვალ სომხეთში ოფიციალური ვიზიტი აქვს დაგეგმილი, თავი შეიკავა წასვლისგან, -განუცხადეს „პრაიმტაიმს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლისთავისდამი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრაიმტაიმი