როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ – რჩევები ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასგან

როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რჩევები ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასგანრო­გორ ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხვა­ში ისე, რომ ორ­გა­ნიზ­მი არ და­ვა­ზი­ა­ნოთ?

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა:

-ბოლო დროს ბევ­რი ე.წ. სა­მარ­ხვო პრო­დუქ­ტი შე­მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ცხი­მით, სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ნა­მა­ტით, კონ­სერ­ვან­ტი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მი­ღე­ბა ადა­მი­ნე­ბის­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის – თუნ­დაც ეს იყოს სა­მარ­ხვო კა­რა­ქი, ყვე­ლი და ა.შ. ისი­ნი მცე­ნა­რე­ულ ზე­თებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ პრო­დუქ­ტე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად ძი­რი­თა­დად პალ­მის ცხი­მი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც კარ­ცე­რო­გე­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა.

მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ამ პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბას ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მეტი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, ჯან­სა­ღი კვე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა ჯო­ბია.

შო­ბის მარ­ხვა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია, რის გა­მოც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მი­ღე­ბა არ გვი­წევს, რო­გო­რი­ცაა ხორ­ცი, ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი, რძის ნა­წარ­მი, რაც ცი­ლე­ბის, ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის (ხორ­ცში 9 ტი­პის ამი­ნომ­ჟა­ვა შე­დის, რაც ორ­გა­ნიზ­მში არ წარ­მო­იქ­მნე­ბა და არც რო­მე­ლი­მე სახ­ვა პრო­დუქ­ტი­დან შე­იძ­ლე­ბა მისი მი­ღე­ბა) გარ­კვე­ულ დე­ფი­ციტს ქმნის, ასე­ვე წო­ნის კლე­ბა­სა და მე­ტა­ბო­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა­საც ხელს უშ­ლის. ამ­დე­ნად ისეთ პრო­დუქ­ტებს მი­ვირ­თმევთ, რომ­ლე­ბიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის და ორ­გა­ნიზმს პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის.

ძი­რი­თა­დად პუ­რე­უ­ლი­სა და ბურ­ღუ­ლე­უ­ლის მი­ღე­ბა ხდე­ბა…

– ცო­მე­უ­ლის გარ­და, კარ­ტო­ფი­ლის და მსგავ­სი ტი­პის პრო­დუქ­ტე­ბის, რაც მე­ტა­ბო­ლურ ცვლას არ­ღვევს, იწყე­ბა ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტე­ტო­ბა იმი­ტომ, რომ ორ­გა­ნიზ­მში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­შირ­წყლე­ბი შე­დის. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამ კვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზმს გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

იმის გამო, რომ ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა ამ პრო­დუქ­ტე­ბით გვი­წევს, რა თქმა უნდა, ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა სრუ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა, ამი­ტომ მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია მისი შეც­ვლა, – მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ხორცს შე­ვუ­ნაც­ვლოთ ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მარ­ცვლე­უ­ლი, რო­გო­რიც არის ლო­ბიო.

თუ 100 გრა­მი ხორ­ცი 20 გრამ ცი­ლას შე­ი­ცავს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, 100 გრ ლო­ბი­ო­ში 20-დან-25 გრა­მამ­დე ცი­ლაა. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად შეგ­ვიძ­ლია ისე­თი ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა, რო­გო­რიც არის ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, ბად­რი­ჯა­ნი, ყა­ბა­ყი – ისი­ნი ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ასე­ვე ცი­ლის შემ­ცვე­ლია წი­წი­ბუ­რაც.

მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ვიც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა.

– ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტებს – შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემთ?

– არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა.

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს მკურ­ნა­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი, ისე­ვე რო­გორც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­სას, სწო­რი კვე­ბაა. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ი­სას ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის დე­ფი­ცი­ტიც იქ­მნე­ბა, ამიტომ კვე­ბის რა­ცი­ონ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია რძის პრო­დუქ­ტე­ბის ჩარ­თვა და ამ დროს ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, კურ­თხე­ვას რძის პრო­დუქ­ტებ­ზე აძ­ლე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დი­ა­ბეტს, მისი ძი­რი­თა­დი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არის სწო­რი კვე­ბა. ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი – ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნდა შე­ვი­დეს ორ­გა­ნიზ­მში. ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხორ­ცის ნაც­ვლად, რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბურ­ღუ­ლე­ულ­სა და პუ­რე­ულს ავ­ცდეთ. ეს მათ ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხეს უქ­ნის.

მარ­ხვა და­ბა­ლან­სე­ბულ კვე­ბას ნამ­დვი­ლად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მთა­ვა­რია, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში – მარ­ხვი­სას თუ არა მარ­ხვი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ზომა და წონა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ვუქ­მნათ. მივ­ყვეთ ჯან­სა­ღი კვე­ბის რე­ჟიმს და ამით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

ამბები.ჯი, ლალი ფაცია