რეზო ამაშუკელი: ,,მურუსიძეს ვერასოდეს მივიღებ”

რეზო ამაშუკელი: ,,მურუსიძეს ვერასოდეს მივიღებ"პოეტმა რეზო ამაშუკელმა ,,ობიექტივის” ეთერში, ბონდო მძინარაშვილის გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ ის ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას:

-ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ თავიდან ბოლომდე ვეთანხმები იმას, რაც ხდება. იმასაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ მურუსიძეს ვერასდროს მივიღებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ წუთში გადავყარო წყალში ის, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა დაიწყებს ვიღაც, რომ ვარ მოსყიდული, რა მოსყიდული ვარ მე? – კარგად ჩაიხედოს ყველამ თავის ჯიბეში, თავის ცხოვრებასა და საქციელში, მერე მე მომკითხოს, თუ როგორ ვარ მოსყიდული.